გოგიტა გოგუა ყაზახეთის მიმდინარე ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. გოლები, საგოლე პასები, მატჩის რჩეულ მოთამაშედ დასახელება - ეს მისთვის უცხო არაა. "ირტიშის" ნახევარმცველმა ყაზახურ “ვესტი”-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სხვა კლუბებიდანაც აქვს წინადადებები და არ იცის, ზაფხულის მერეც დარჩება კლუბში თუ წავა.
წლევანდელ სეზონზე: "რთული წარმოსადგენი იყო, რომ სეზონს ასე კარგად დავიწყებდით. ბედნიერი ვარ, რომ გუნდისთვის სარგებელი მომაქვს, თუმცა არასწორია, თითქოს "ირტიშის" წარმატებები მხოლოდ ჩემს თამაშთან იყოს დაკავშირებული. ფლანგზეც ვთამაშობ და ცენტრშიც. ჩემს კარიერაში არა მხოლოდ მარცხენა და ცენტრალურ ნახევარმცველად, არამედ მარჯვენა მცველადაც კი მითამაშია. მქონდა ასეთი გამოცდილება საქართველოს ნაკრებში. ამიტომაც, არაა მნიშვნელოვანი, თუ სად დამაყენებენ. მთავარია, გუნდს დავეხმარო".
კონტრაქტზე: "დიახ, ოთხი თვით მაქვს კონტრაქტი. მოვილაპარაკეთ, რომ თუ მწვრთნელს ჩემი თამაში მოეწონება, გავაგრძელებთ ხელშეკრულებას. ჯერჯერობით არ გაგრძელებულა. საქმე ისაა, რომ მთლიანად თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი და არა - ქაღალდებზე. იმედია, წინადადება მალე იქნება. არ დავმალავ, რომ სხვა კლუბებისგანაც მაქვს შემოთავაზებები, მაგრამ დაკონკრეტება არ მინდა. ერთს დარწმუნებით ვიტყვი: "ირტიში" თუ შემომთავაზებს, ეს ჩემთვის პრიორიტეტული ვარიანტი იქნება. აქ ყველაფერი მომწონს: გუნდი, თამაში და მწვრთნელი. ასევე, ბრწყინვალე გულშემატკივრები".
ნაკრებზე და ვლადიმირ ვაისზე (გოგუა ვაისთან მუშაობდა "სატურნში"): "ეს ადრე იყო, როცა ერთად ვმუშაობდით, თუმცა ვაისმა იცის ჩემი შესაძლებლობები. დიდი იმედი მაქვს, რომ ნაკრებში თამაშის შანსი ისევ მომეცემა. ისე, ვფიქრობ, ვაისი საქართველოს ნაკრებში წარმატებით იმუშავებს".
კახა ცხადაძეზე: "ჯერჯერობით, მასთან არ მისაუბრია, მაგრამ ძალიან მიხარია, რომ ყაზახეთში ჩემს გარდა, ქართველი მწვრთნელიც გამოჩნდა. დარწმუნებული ვარ, ცხადაძეს ყველაფერი კარგად წაუვა და "ქაირათს" სარგებელს მოუტანს, რადგან ის მართლაც მაღალი დონის სპეციალისტია. სურს თუ არა "ქაირათს" ჩემი გადაყვანა? ეს ვერ მეცოდინება, კახა ცხადაძეს უნდა ჰკითხოთ. თუმცა როგორც ვთქვი, ჩემთვის პრიორიტეტულია "ირტიში" და ამ კლუბზე ვფიქრობ".
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რამდენი წლისაა რით ვეღარ დაბერდა ეს :დდდდ
რამდენი გამოიძახეს იმდენი კონფლიქტი მოუვიდა მწვრთნელთან, სხვადასხვა მწვრთნელებთან თან :დდ
ალბათ ქლიავი ტიპია და იმიტომ :დდ
ლაპარაკში გაზრდილი ჩანს. ქცევაში საინტერესოა ააცლა როგორია.
ზოგადად კი - რაღა დროს გოგუაა, მასე იაშვილი ჯობია ყველას...
აუცილებლად უნდა მიეცეს შანსი ! ასეთი მებრძოლი ფეხბურთელები ბევრი არ ვყავს !!
დასაკარგი ფეხბურთელი, კი არა, კარგი "სტაიანშიკიც" არ უნდა დავკარგოთ...
გამიძახეთ და მინდორზე გამოჩნდება, ვინ რას წარმოადგენს...
წარმატებები
რა მაგის პასუხია და პაპუნა უბრუნდება "დინამოს"......
კაი ამბავია, იმედია გამოგადგებათ ევროპაზე
დინამოში თუ არ ხარ ე.ი. კლასნი არა ხარ, გამოძახების შანსი თითქმის არაა .....