გიორგი ცინცაძის “რუენმა” საფრანგეთის ჩემპიონატში “ნანტერთან” 70:80 წააგო და ვინაიდან ტურნირის დასრულებამდე 2 ტურით ადრე, უსაფრთხო ზონაში მყოფ “ნანსის” 3 მოგებით ჩამორჩება, ნათელია, რომ ელიტაში ადგილს ვეღარ შეინარჩუნებს.
გასულ შეხვედრაში ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 22 წუთი დაჰყო და 7 ქულა და 4 პასი მიითვალა. გიორგიმ 2-დან 1 ორქულიანი, 2-დან 1 სამქულიანი და 2-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
რუენელთა მთავარმა მწვრთნელმა რემი ვალინმა ტრადიცია გააგრძელა და ფაქტობრივად, მხოლოდ 6 კალათბურთელი დატვირთა (მეშვიდემ ორ წუთს ითამაშა). მათგან საუკეთესო გერშონ იაბუსელე იყო, რომელმაც მოედანზე 40 წუთი დაჰყო და 23 ქულა მოაგროვა.
“რუენს” 6 მოგება და 26 მარცხი მოუგროვდა და როგორც აღვნიშნეთ, მე-17 ადგილზე იმყოფება. ცინცაძის კლუბი მომდევნო მატჩს 7 მაისს, სტუმრად, “პო ორტეზთან” გამართავს.