ჭადრაკი

15:43 | 28.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

გაგუნაშვილი და რომანოვი დაწინაურდნენ

თბილისის ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე “ნონას თასის” A ტურნირზე 6 ტური მიილია, ლიდერი კი ორია: რუს ევგენი რომანოვს (2635) და ქართველ მერაბ გაგუნაშვილს (2569) აქტივში 5.0-5.0 ქულა აქვთ. მე-7 ტურში ცენტრალური სწორედ ლიდერების პარტია იქნება. თეთრებით მერაბი ითამაშებს.

წინ გაჭრილებს 0.5 ქულით 6 მოჭადრაკე ჩამორჩება: კონსტანტინე შანავა (საქართველო, 2516), ჰოვანეს გაბუზიანი (სომხეთი, 2593), ემილ სუტოვსკი (ისრაელი, 2622) დავით ლომსაძე (საქართველო, 2332), სერგეი ჟიგალკო (2647) და მანუელ პეტროსიანი (სომხეთი, 2480).

ტურნირზე პირველი განთესვის მქონე ბაადურ ჯობავა (2672) 4.0 ქულით მე-14 ადგილზეა.

“ნონას თასის” B ტურნირზე 5.0-5.0 ქულით ლევან ბაბუხადია (1951), ცოტნე მამულაშვილი (1842), ლიკა კობეშავიძე (1929) და რამაზ ენდელაძე (1896) ლიდერობენ.

0.116865