ბევრი საუბარი მიდის იმის შესახებ, რომ ორი ესპანური გიგანტი (“ბარსელონა”, “რეალი”) და მიუნხენის “ბაიერნი” დღეს ევროპაში დანარჩენ გუნდებს ერთი თავით აღემატებიან და მათთან შანსი გარკვეული გამომნათლებების გარდა, არავის აქვს, მაგრამ...
მაგრამ, საინტერესოა რატომ არაა აღნიშნულ სიაში მადრიდის “ატლეტიკო” – გუნდი, რომელმაც “ბარსას” უკვე აჯობა, გუნდი, რომელიც ესპანეთის ჩემპიონის ტიტულისთვის გააფთრებით იბრძვის, გუნდი, რომელიც ასეთ დონეზე მხოლოდ მიმდინარე სეზონში არ თამაშობს და უკვე წლებია გასაოცარ ფეხბურთს აჩვენებს. ეს ყველაფერი იმისდა მიუხედავად, რომ ყოველ ზაფხულს “ევროპული მონსტრები” თუ ფულით გაბერილი კლუბები მათ წამყვან ფეხბურთელებს თავთავიანთ ბანაკში ირიგებენ, შედეგი არ იცვლება – “როხიბლანკო” ყოველ წელს ერთმანეთზე უკეთესი გუნდია.
დიეგო სიმეონეს ბიჭები ალბათ, დღევანდელ ფეხბურთში ყველაზე მებრძოლნი არიან და სწორედ ისინი არიან პირველნი მათ შორის, რომლებიც საფეხბურთო ავტორიტეტებს ნაკლებად სცნობენ...
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში “ატლეტიკომ” მიუნხენის “ბაიერნი” დაამარცხა და საერთოდ არაფერი იქნება მოულოდნელობა იმაში, რომ ფინალში გავიდეს. მეტიც, თავს უფლებას მივცემ და, გაცილებით შორს წავალ – ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონი ტრიუმფით რომ დაასრულოს. ვფიქრობ, სრულიად ღირსეული ჩემპიონი იქნება, ისეთი, როგორიც ევროპას ეკადრება.
“ვისენტე კალდერონზე” გამართულ შეხვედრაში თავისუფლად შეიძლებოდა “ბაიერნს” არ წაეგო, რადგან რამდენიმე ხელსაყრელი ეპიზოდი ჰქონდა და ბურთსაც აკონტრელობდა, მაგრამ ზემოთ მებრძოლნი ვახსენე და გლადიატორებივით მორბენალი მადრიდელები ისევ გამარჯვებულნი გამოვიდნენ. ყველაფერი კი, სიმეონეს სტილში იყო – “ბაიერნი” ბურთს ფლობდა, შეტევას ცდილობდა, მასპინძლები კი თავის შანსს კონტრშეტევაზე ელოდნენ. ეს ტაქტიკა კიდევ უფრო აქტუალური მე-11 წუთზე გახდა, რადგან ესპანური გრანდი დაწინაურდა – ის, რაც საულ ნიგეზმა გააკეთა კი ნამდვილი საფეხბურთო შედევრი გახლდათ – ლამის მთელი “ბაიერნი” (გნებავთ მიუნხენი) მოატყუა და ნოიერს მოჭრილი დარტყმით შანსიც კი არ დაუტოვა – 1:0. სხვათა შორის, დაახლოებით ასეთი გოლი გერმანულმა გიგანტმა მერვედფინალში ტურინის “იუვენტუსისგანაც” მიიღო, როდესაც ალვარო მორატამ დაშალა გერმანული კედელი და ხუან კუადრადოს საგოლედ უპასა. მაშინ გერმანელთათვის მაინც ყველაფერი იდეალურად დასრულდა, რა იქნება ამ ჯერზე ერთ კვირაში გავიგებთ.
მანამდე კი, “ატლეტიკო” “ალიანს არენაზე” დაწინაურებული გავა და უპირატესობის განმტკიცება-შენარჩუნებას როგორ ეცდება, ალბათ დიდი ფილოსოფოსობა არ სჭირდება. საბოლოო ჯამში “ატლეტიკომ” მაინც დამსახურებულად მოიგო. აღსანიშნავია, რომ უპირატესობის გაზრდის კარგი შანსი რამდენჯერმე ჰქონდა, მაგრამ ყველაფერს ხომ ვერ გაიტან – ფეხბურთელიც ჩვეულებრივი ადამიანია...
“ბაიერნი” კი თავის მხრივ, უკვე მიჯრით მესამე წელია ესპანეთში ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩს აგებს – წინა ორ ჯერზე “რეკორდმაისტერს” საპასუხო თამაშმა სახეირო ვერაფერი მისცა და ვნახოთ, დაარღვევს თუ არა უსიამოვნო ტრადიციას პეპ გვარდიოლას ნაქები კრებული...
“ატლეტიკო” – “ბაიერნი” 1:0 (1:0) (მიმოხილვა)
მადრიდი, “ვისენტე კალდერონი”
მაყურებელი: 52 127
“ატლეტიკო” (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, სავიჩი, ხიმენესი, ფილიპე ლუისი; კოკე, საულ ნიგეზი (ტომასი 85), გაბი, აუგუსტო ფერნანდესი; გრიზმანი, ტორესი
მწვრთნელი: დიეგო სიმეონე
“ბაიერნი” (4-1-2-3): ნოიერი; ლამი, მარტინესი, ალაბა, ბერნატი (ბენატია 77); ჩაბი ალონსო; ვიდალი, ტიაგო ალკანტარა (მიულერი 70); დუგლას კოშტა, ლევანდოვსკი, კომანი (რიბერი 64)
მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა
გოლი: 1:0 საულ ნიგეზი (11)
გაფრთხილება: საულ ნიგეზი (84) - დუგლას კოშტა (40), ბენატია (82), ნოიერი (82), ვიდალი (88)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 19 (7) ბურთის ფლობა: 31%-69% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 2:0
მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
აი არ ვწერდი ხოლმე აქ კომენტარებს მარა ზოგი ისე ბოდავს რო პასუხი უნდა გავცე რა
ჯერ გუშინ გუარდიოლა რო უკვე წაგებული გამოვიდა მოედანზე ყველამ დაინახეთ.4 მცველი,3 ჩამშლელი და ერთი შემტევი..ისიც არც მთლად შემტევი ალკანტარა.თამაშამდე რო ტლიკინებ მესი შეუჩერებელიაო მაგით შენ მცველებს ხო ჯერ მაგარ სტიმულს აძლევ
კაროჩე არაა ეს კაცი ბარსას გარდა არც ერთი სხვა გუნდის ღირსი და გაიგეთ რა.მესი ხო სასწაულია უნდა ვაღიაროთ ))
საოცარ კომენტარებ ვისმენ, თურმე ჰაინკესის ბავარია უფრო ცუდი გუნდი ყოფილა დღევანდელზეე და 23 ბუნდესლიგის რეკორდი და ჩემპიონთა ლიგა ჩაუდეს თურმე ჰაინკეს და გუნდი ვერაფერ ვერ შვებოდააა.
ის ბავარია დღესაც გაძუყნიდა ბარსას 5-0 მაინც დაადებდააა
კომენტარები

პეპ შენც მაგრი ხარ მაგრამ იქ არ ხარ სადაც უნდა იყო,მარტო ბეკენბაუერის და რუმენიგეს ხედვა არ ყოფნის ხომ ხედავ ექიმებმა რა გიქნეს,ალკანტარა ბარსელონაშ ირომ არ გაგეშვა სამკურნალოდ 2 კვირაში გერმანელები არ დააყენებდნენ ფეხზე,ვერა კი არა, არა. არ ევასები და წადი მაქედან ბარსაში დაბრუნება არ ივარგებს ახლა და იტალიაში გაგიმართლებს რომაში ხომ თამაშობდი, ხოდა წადი იქ ან გააკეთე რაც თქვი და წადი არგენტინაში ნაკრებში და იქედან დაანახებ კიდევ რაც შეგიძლია.
ბევრს გონია რომ ჰაინკესი რომ ყოფილიყო გვარდის ადგილას იგივე ანგარიშით არ წააგებდა ბავარია, რაღაც მომენტში ეგრეა, ჰაინკესი რომ ყოფილიყო ნამდვილად გადაუვლიდა ბარსა მთელი გამეტებით. ალბათ 4 ბურთს გაუკეთებდნენ გერმანულ უკანალში


ჰაინკესის ბავარია იმ რეალს საერთოდ შანსს არ მისცემდა, მაშინდელ ბარსას კი მართლაც დააჭედა იუვენტუსის ჩათვლით, დღევანდელ ბარსას კი ბრძოლაში მოინელებდა, ეს გვარდიოლამ მოგცათ ყველას შანსი აფრქვიოთ "კომენტარები"
კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ რაც არ უნდა მაგარი იყო, ჩასაფრებული ტალახის მსროლელები ბევრი მოიძებნებიან.ყველგან ასეა, მათ შორის სპორტშიც.
ძალიან მიხარია გუარდიოლას და ბაიერნს რაც ემართებაა!!!ბაიერნი ყველაზე ამაზრზენი პოლიტიკის პატრონი გუნდია,რომელიც შიდა კონკურენციას მიზანმიმართულად კლავს.გუარდიოლა კიდე იმიტომ არის ღირსი რომ ბაირნში წავიდა.ეგ 2 ბუნდესლიგა გაიკეთო...ს ერთ ადგილას!ტიპს ეგონა აწყობილ გუნდში მივალ და ლიგას მოვიგებო,მაგრამ ჩემი ფეხებ..ი!!!წამოსულიყო სიტიში და დაედო პრემიერლიგა და ლიგაზე კარგი შედეგი ამ 2 წელში,მაგრამ მშიშარა კაცია იცოდა სიტიში ბაერთან შედარები მეტი სამუშაო ექნებოდა და მეტი პასუხისმგებლობაც.თუმცა რაც დაემართა ის რომ სცოდნოდა სიტიში კი არა სანდერლენდში წავიდოდა.მაგარი ეშმაკი კაცია,იმედია გააგდებენ და წამოვა სიტიში!
ღადავი კომენტარია
თუ ეგეთი ცუდია რათ გინდა სიტიში რომ წამოვიდეს? 
ისე თუ ცამოვიდა ფულის ტომარა სიტი შეიძლება კლუბად აქციოს 
ეხლა სად წახვლალ გვარდი?
ბარსაში ჯერ არავინ მიგიშვებს, მოდი სიტი მოსინჯე და მთლად გაინადგურებ კარიერას : D
გააგდეტ ეს XXX რაღას უცდით დააქცია გუნდი ამას XXXXXX დედის XXXXX
გილოცავთ ბარსას გულშემატკივრებს
ბავარიის ქომაგებო ვიზიარებ
გვარდი გასაშვებია
მიმტკიცეთ ეხლა კიდევ არაო
ბრავისიმო მესი ბრავისიმო !!!
დანიელ ალვეში წითელ ბარათს იმსახურებდა 100%
გვარდიოლას არაგერმანულ და უშინაარსო ბავარიას გრანდებთან გამარჯვება კი არა ღირსეულად წაგებაც კი არ შეუძლია ბოლობოლო კარშიც არ დაურტყამს
GVARDIOLA LET'S GO TO CATALONIA !!!
მე რო ვიძახდი ჰაინკესის ბავარიასთან ახლოსაც ვერ მივაო, რას ამბობ კაცოვოც
თვალები უნდა გქონოდა ახვეული, რომ ვერ დაგენახა ჰაინკესის და გვარდის ბავარიას შორის განსხვავება !
ყველა ენაზე ვწერდი კომენტარებს, მათ შორის გერმანული საიტის ფორუმებზე რეალთან შერცხვენის წამიდან რომ ბავარიის მესვეურებმა სერიოზული შეცდომა დაუშვეს და აჰა...
stripslashes((strlen('https://www.youtube.com/watch?v=-JhwxTen6yA')>0?'https://www.youtube.com/watch?v=-JhwxTen6yA':'https://www.youtube.com/watch?v=-JhwxTen6yA'))
გვარდის დედამ ეგრევე ფეხები გაშალა, აზრი არ აქვს მუშნისთვის წინააღმდეგობის გაწევასო DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDდდ
გასაგდებია კინწისკვრით
მუშნი ხო გითხარი ბარსას აგენტია ეს კვერცხი
ცოდოა
DD ძაან
აბა პირველი ვინ აგინებს;დდდ
მუშნის ვინ დაასწრებს DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDდდდ
აქ ვარ მე))