ვაჟთა შორის საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკულ ტალაჰასიში მიმდინარე ჩელენჯერს (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) გამოეთიშა.
მე-5 ნომრად განთესილ ბასილაშვილს საკმაოდ კარგი ბადე ჰქონდა, თუმცა, მერვედფინალში მსოფლიოს 334-ე ჩოგან ჯეიმს მაკგისთან (ირლანდია) 3:6, 0:6 დამარცხდა.
წყვილთა ტურნირში ბასილაშვილი და დომინიკელი ხოსე ერნანდეს-ფერნანდესი ჩილელ ნიკოლას ხარისთან და ეკვადორელ ჯოვანი ლაპენტისთან სათამაშოდ არ გამოცხადდნენ.