ავტოსპორტი

23:17 | 27.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

„ფერარი“ სოჭისთვის ახალ წინა ფრთას და განახლებულ ძრავს ამზადებს

„ფერარი“ ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ამ სეზონში პირველ გამარჯვებას მიაღწიოს. იტალიური გუნდი სოჭის რბოლისთვის ახალ წინა ანტი ფრთას ამზადებს, რომელიც „მერსედესთან“ პაექრობაში უნდა დაეხმაროს. ახლახანს გუნდის ტექნიკურ დირექტორ ჯეიმს ელისონს მეუღლე გარდაეცვალა, თუმცა გლოვის დასრულებისთანავე, საქმეს დაუბრუნდა.

ახალ ანტი ფრთას ორივე მანქანაზე დააყენებენ. ელისონი ვარაუდობს, რომ ამ სიახლის დახმარებით, SF-16H-ს პოტენციალის უკეთ გამოვლენა იქნება შესაძლებელი. თუმცა არსებობს მეორე პრობლემა - ტექნიკის საიმედობა, რომელმაც გუნდს ორჯერ უმუხთლა და ქულები დააკარგვინა.

ამ პრობლემის გამოსასწორებლად, „ფერარიმ“ ძალური დანადგარის მთავარი ელემენტის, შიდაწვის ძრავის მოდიფიცირებაც გადაწყვიტა. ამისათვის, სამი პირობითი ქულა (ჟეტონი) დაიხარჯა. სამაგიეროდ, მოდიფიკაციის შედეგად, შესაძლებელი გახდა ცილინდრში კუმშვის ხარისხის გაზრდა. ამით მოიმატებს გამონაბოლქვი აირის ჭავლის ძალა, რომელიც ტურბო კომპრესორის უკეთ მუშაობას გამოიწვევს.

ამ ცვლილების შედეგად, არამხოლოდ ძრავის სიმძლავრე გაიზარდა, არამედ გაუმჯობესდა თბური ენერგიის აღდგენის სისტემის ეფექტურობა. ეს კომპონენტი ძალური დანადგარის ყველაზე სუსტ კვანძად იყო მიჩნეული. ამ სიახლის გამო, კიმი რაიკონენს ხუთიდან მეორე ძრავის გამოყენება მოუწევს. სებასტიან ფეტელისთვის კი ეს უკვე მესამე ძრავი იქნება.

უკვე მეოთხე ეტაპისთვის ლიმიტთან მიახლოება, აშკარად ექსტრემალური სიტუაციაა, მაგრამ „ფერარიში“ მიაჩნიათ, რომ ძალური დანადგარების კომპონენტთა როტაციის გამოყენებით, შეძლებენ ლიმიტში ჩატევას. ამისათვის ისინი ძველ ძრავებს ისეთ „ნელ“ ეტაპებზე გამოიყენებენ, როგორებიცაა მონაკო, უნგრეთი და სინგაპური, სადაც ძრავის სიმძლავრეს გადაწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.090457