ჭიდაობა

23:40 | 27.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

წურწუმიამ და მელიამ აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის თასზე იმარჯვეს

ჭაბუკების მსგავსად წარმატებით იასპარეზა საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ბაქოში გამართულ აზერბაიჯანის ჭიდაობის ფედერაციის თასზე, სადაც 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ტურნირის გამარჯვებულები ნუგზარ წურწუმია (50) და გიორგი მელია (96) გახდნენ, რომლებმაც ფინალში, შესაბამისად, ყირგიზი სარდარ კონუსბაიევი (3:2) და უკრაინელი ვლასლენ კოზლიუკი (9:0) დაამარცხეს.

ფინალური ორთაბრძოლა მასპინძელ ნოფელ ბაბაიევთან დათმო დავით ჩხარტიშვილმა (55) და ვერცხლის მედალს დასჯერდა.

მესამე ადგილისათვის შეხვედრაში იური ლომაძემ (74) თანაგუნდელი მინდია ბოლქვაძე 6:3 დაამარცხა. მის გარდა ბრინჯაოს მედლები ირაკლი შავაძემ (60) და გურამ ხეცურიანმაც (84) მოიპოვეს. ბრინჯაოსთვის შეხვედრები დათმეს დავით გოგიძემ (84), გიორგი მარშანიამ და გიორგი ბარბაქაძემ (ორივე 96) და თენგიზ ძებნიაურმა (120).

ზაზა სილაგაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში 59 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა აზერბაიჯანის ნაკრებს. მესამეზე თურქეთი გავიდა 56 ქულით.

გამარჯვებულ მოჭიდავეებს 500 დოლარი ერგოთ, მეორეადგილსნებს – 250, მესამეადგილოსნებს კი – 150.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი ზაზა სილაგაძე გახლდათ, ხოლო მწვრთნელები – გიორგი ჯინჭველაშვილი, ოთარ ფევაძე და მუხრან მაჭუტაძე.

28 აპრილს აზერბაიჯანულ ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ჭაბუკები გავლენ.

www.wrestling.ge

0.137897