25 წლის ქართველმა მეკარე გიორგი მაკარიძემ პორტუგალის უმაღლესლიგელ "მორეირენსესთან" კონტრაქტი გააფორმა. ამის შესახებ worldsport.ge-ს თავად მაკარიძემ უთხრა. ხელშეკრულება ორწლიანია.
როგორც იცით, მაკარიძე რანგით მეორე ლიგის "ფეირენსეში" თამაშობს და გუნდის 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. "ფეირენსე" მთელი სეზონი ლიდერთა შორის ტრიალებს და შანსი აქვს, რომ უმაღლესში გადავიდეს.
"მორეირენსეს" რაც შეეხება, უმაღლესში მე-13 ადგილზეა. ამ გუნდის ძირითადი მეკარე სერბი იგორ სტეფანოვიჩია.
"ბევრი ვარიანტი მქონდა, პორტუგალიიდან მითუმეტეს. "მორეირენსე" კი იმიტომ ვარჩიე, რომ მწვრთნელად სწორედ ის კაცი ინიშნება, რომელიც "ფეირენსეში" მუშაობს და კარგად იცის ჩემი შესაძლებლობები" - გვითხრა მაკარიძემ.