საქართველოს საკალათბურთო რეგულარული პირველობის ბოლო 28-ე ტურის დასკვნით შეხვედრაში ერთმანეთს პლეიოფში გასული გუნდები, საქართველოს თასის მფლობელი „დინამო“ და სატურნირო ცხრილის სათავეში მყოფი „ქუთაისი 2010“ დაუპირისპირდნენ. მოგების შემთხვევაში „ქუთაისი 2010“ ეწეოდა ბათუმს და პირველ ადგილზე გადიოდა. ოთხი შეხვედრიდან "ქუთაის 2010"-სა და "ბათუმს" შორის ანგარიშია 2-2, მაგრამ ქუთათურებს ბურთების უკეთეი შეფარდევბა აქვს და ამიტომაც აქვს უკეთესი სატურნირო მდგომარეობა
ქუთათურებმა შეძლეს მეტოქის დამარცხება 86:69 და პირველი ადგილი დაიკავეს.
გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე პირველი ტაიმი ფრედ 41:41 დასრულდა, მეორე ტაიმში უპირატესობა სტუმრებმა მოიპოვეს და რეგულარული ჩემპიონატი მოგებით დაასრულეს.
ამ შეხვედრაში ყველაზე მეტი 17 ქულა “დინამოს“ უკანახაზელმა ნოდარ გოგოძემ დააგროვა. სტუმართა შორის 15 ქულით ყველაზე შედეგიანი, ფორვარდი გიგი ბარბაქაძე იყო.
ამრიგად, რეგულარული ჩემპიონატის შემდეგ გუნდები განაწილდნენ და გაირკვა ის წყვილები, რომლებიც პლეიოფში იასპარეზებენ. პირველ ადგილზე გასული „ქუთაისი 2010“ მეოთხეადგილოსან „სოხუმს“ დაუპირისპირდება, ხოლო მეორე წყვილში ერთმანეთს „ბათუმი „ და „დინამო“ შეხვდებიან, რომლებმაც შესაბამისად მეორე-მესამე ადგილები დაიკავეს. მოედნის უპირატესობით „ქუთაისი 2010“ და „ბათუმი“ ისარგებლებენ.
რაც შეეხება პლეიოფის მიღმა დარჩენილ გუნდებს, თუ არ ჩავთვლით "აკადემიას", რომელიც სუპერლიგას დატოვებს და მის ადგილს „ა“ ლიგის გამარჯვებული „კაქტუსი“ დაიკავებს, წრიული სისტემით მეხუთე-მეშვიდე ადგილებისთვის ითამაშებენ, ესენი არიან: „რუსთავი“, „მგზავრები-არმია“ და „ოლიმპი“, რომლებმაც რეგულარული პირველობა შესაბამისად მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე ადგილებზე დაასრულეს. როგორც პლეიოფის, ისე მეხუთე-მეშვიდე ადგილებისათვის დაგეგმილი მატჩების თარიღი მოგვიანებით დასახელდება.
„დინამო“ – „ქუთაისი 2010“ 69:86 (22:24. 19:17, 11:24, 17:21)
1 | ქუთაისი | 28 | 19 / 9 | 2203 / 2075 | 47 |
2 | ბათუმი | 28 | 19 / 9 | 2255 / 2086 | 47 |
3 | დინამო | 28 | 17 / 11 | 2067 / 1984 | 45 |
4 | სოხუმი | 28 | 15 / 13 | 2155 / 2020 | 43 |
5 | რუსთავი | 28 | 14 / 14 | 2182 / 2121 | 42 |
6 | მგზავრები | 28 | 14 / 14 | 2064 / 2151 | 42 |
7 | ოლიმპი | 28 | 9 / 19 | 2075 / 2230 | 37 |
8 | აკადემია | 28 | 5 / 23 | 2062 / 2396 | 33 |