ფეხბურთი

18:12 | 27.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო სიმეონე სეზონის ბოლომდე დისკვალიფიცირებულია

მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის დარჩენილ სამ ტურში მის გუნდს ვეღარ უხელმძღვანელებს.

როგორც გამოცემა AS-ი იტყობინება, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა არგენტინელი სპეციალისტი “მალაგასთან” (1:0) ლა ლიგის 35-ე ტურის მატჩში მომხდარი ფაქტის გამო დასაჯა. სიმეონემ შეხვედრის ერთ ეპიზოდში ბურთის მომწოდებელ ბიჭს მოედანზე მეორე ბურთის გადაგდება სთხოვა, თამაში რომ შეენელებინა.

სიმეონეს ეს ქმედება სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა და განაჩენის თანახმად, “ატლეტიკოს” ლა ლიგაში დარჩენილი სამი მატჩის გამართვა მთავარი მწვრთნელის გარეშე მოუწევს.

0.113242