კალათბურთი

17:31 | 27.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"აკადემია" "მგზავრებთან" დამარცხდა

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 25-ე ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტურის მორიგ შეხვედრაში "აკადემია" და "მგზავრები-არმია" დაუპირისპირდნენ.

იმის შემდეგ, რაც სუპერლიგის აუტსაიდერი "აკადემია" ლეგიონერებმა, მთავარმა მწვრთნელმა და ორმა ასისტენტმა დატოვა, ეჭვი არავის ეპარებოდა, რომ იგი სუპერლიგას დატოვებდა. დღემდე გუნდი სუპერლიგაში დარჩენის თეორიულ შანსს ინარჩუნებდა, დღევანდელ შეხვედრაში 83:97 დამარცხების შემდეგ კი შეიძლება ითქვას, ამ შანსსაც დაემშვიდობა.

აღნიშნული შეხვედრის პირველმა მეოთხედმა გარდამავალი უპირატესობით ჩაიარა, რომელიც "აკადემიამ" 27:26 მოიგო. მეორე მეოთხედში "მგზავრები-არმიამ" დიდი ანგარიშით 25:9 შეძლო მეტოქის დამარცხება და მატჩის ბედიც აქ გადაწყდა. დარჩენილ დროში "მგზავრები-არმიამ" შეძლო მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნება და როგორც უკვე აღვნიშნეთ, 97:83 გაიმარჯვა.

ამ შეხვედრაში ყველაზე კარგი შედეგი "მგზავრები-არმიას" ცენტრალურმა თავდამსხმელმა ავთანდილ ლომინაშვილმა აჩვენა, რომელმაც 36 ქულითა და 14 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა. ასევე ორმაგი დუბლის ავტორი გახდა მისი თანაგუნდელი კაჰიმ რაშად რენსომი, რომლის ანგარიშზეც 15 ქულა და 10 მოხსნაა. "აკადემიას" შემადგენლობაში 22 ქულითა და 10 მოხსნით ყველაზე კარგი შედეგი საბა ლობჟანიძემ აჩვენა.

ამჟამად მიმდინარეობს "დინამო" - "ქუთაისი2010"-ის შეხვედრა.

"აკადემია" - "მგზავრები-არმია" 83:97 (27:2, 9:25, 23:26, 24:20) სტატისტიკა

0.116372