ჩოგბურთი

15:00 | 27.04.2016 | ნანახია 0 - ჯერ

ქვაცაბაია წყვილთა ნახევარფინალშია

ქართველი ჩოგბურთელი სოფო ქვაცაბაია ყაზახურ შიმკენტში მიმდინარე 10-ათასიანი ტურნირის ერთეულთა ბადეს გამოეთიშა, წყვილებში კი ასპარეზობას აგრძელებს.

ერთეულთა მერვედფინალში მე-3 ნომრად განთესილი ქვაცაბაია კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ უზბეკ კომოლა უმაროვასთან 4:6, 1:2 აგებდა, როდესაც თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა.

მოგვიანებით, სოფომ თავი უკეთ იგრძნო, წყვილებში უზბეკ საბინა შარიპოვას შეუამხანაგდა და ნახევარფინალის საგზურიც მოიპოვა.

ქვაცაბაიას და შარიპოვას მე-2 ნომრად განთესილმა დუეტმა “უაილდ ქარდის” მქონე ყაზახურ წყვილს (შევჩენკო-ტალიენკო) 6:3, 6:2 სძლია და ხვალ, ფინალის საგზურისთვის იბრძოლებს.


კომენტარები (4)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:34 | 28.03.2017
BEERTRANCE (97819)

ბლოკნოტები ბითუმად უნდა გავზიდო ჰოლანდიაში მაშIნ DDDDDDDDDDDDDDDDDDD

23:10 | 27.03.2017
baxt (1836)

ვფიქრობ დე ბურს დანიშნავენ. ახალგაზრდაა, ამბიციურია, გარკვეულ წარმატებებს უკვე მიაღწია აიაქსში, თან ახლა უმუშევარია.

22:23 | 27.03.2017
berodaviti (4285)

ვანგაალი თუ მზადაა უალტერნატივოა, ჰოლანდიის მამაა მწვრთნელობის კუთხით

21:38 | 27.03.2017
burusa (2031)

ღადაობენ რა დროს ვანგაალია? დაილია ახალგაზრდა ნიჭიერი ხალხი?

0.065862