ჭიდაობა

14:19 | 27.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჭაბუკი ბერძენ-რომაელების 12 მედალი და გუნდური მეორე ადგილი ბაქოში (+VIDEO)

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ბაქოში დაწყებულ აზერბაიჯანის ფედერაციის თასზე ჭაბუკებს შორის 4 ოქროს, 2 ვერცხლის და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებდნენ აზერბაიჯანის, უკრაინის, ბელარუსის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ირანის, ბულგარეთის, რუსეთის, ერაყის, თურქეთის, ყაზახეთის და საქართველოს ნაკრებები.

ტურნირის პირველ დღეს ხალიჩა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ჭაბუკებს დაეთმოთ. ტურნირის გამარჯვებულები დიეგო ჩხიკვაძე (42), გიორგი შოთაძე (54), ლერი აბულაძე (58) და ლუკა ხუციშვილი (76) გახდნენ, ვერცხლის მედლები ბექა ბეშიძემ (63) და საბა ცეცხლაძემ (100) მოიპოვეს, მესამე საპრიზო ადგილები კი – რამაზ სილაგავამ (50), ოთარ აბულაძემ (58), ლევან გოგუამ (69), გიორგი ქაცანაშვილმა (85), აკაკი ოსიაშვილმა (46), ნიკა ყორყიამ (63) დაიკავეს.

ფინალში დიეგო ჩხიკვაძემ (42) – ზაურ ალიევი (აზერბაიჯანი) 4:2 დაამარცხა, გიორგი შოთაძემ (54) – ჰასან მამედლის (აზერბაიჯანი) 4:3 სძლია, ლერი აბულაძემ (58) – სენან აბდულზადეს (აზერბაიჯანი) აჯობა – 8:0, ხოლო ლუკა ხუციშვილმა (76) ჰოსეინ გოიეჰეიღლოუ (ირანი) დაჩაგრა 6:1.

ბრინჯაოსთვის კი ორი ქართული დერბიც გაიმართა. ლევან გოგუამ (69) ბექა გურულს 5:0 მოუგო, გიორგი ქაცანაშვილმა (85) კი რობიზონ ესაძე 4:3 დაამარცხა.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 90 ქულით მეორე ადგილი დაიკავა და მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩა მასპინძელ აზერბაიჯანის ნაკრებს, მესამეზე ირანი გავიდა 71 ქულით.

ჩემპიონ-პრიზიორებს მედლებთან და სამახსოვრო სიგელებთან ერთად ფულადი პრიზებიც გადაეცათ. ჩემპიონს 300 დოლარი, მეორეადგილოსანს – 200, მესამეადგლოსნებს კი – 100.

ნაკრების მთავარი მწვრთნელი დავით ბედინაძე გახლდათ, მწვრთნელები – ვაჟა კრავეიშვილი, გურამ ცალუღელაშვილი და მამუკა სულთანიშვილი, მსაჯი კი – რუსლან დარსანია.

დღეს, ბაქოში ახალგაზრდა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.

www.wrestling.ge

0.166697