კოსტა რიკის და მადრიდის "რეალის" მეკარემ კეილორ ნავასმა "სამეფო კლუბის" რეკორდი დაამყარა. გოლკიპერმა ჩემპიონთა ლიგის ერთ სეზონში 8 მატჩში გოლი არ გაუშვა. ინფორმაციას Opta ავრცელებს.
მიმდინარე სათამაშო წელს ევროპის პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე ნავასი მოედანზე 9 მატჩში გამოჩნდა და მხოლოდ ორი გოლი "ვოლფსბურგთან" წაგებულ (0:2) მატჩში მიიღო. "მანჩესტერ სიტისთან" (0:0) ჩატარებულ შეხვედრაში კოსტა რიკელმა 2 სეივი მიითვალა.
სულ მიმდინარე სეზონში ნავასმა 41 მატჩი ჩაატარა, 30 გოლი გაუშვა და 19 მატჩში კარის მშრალად შენახვა მოახერხა.