თამაშგარე

13:27 | 27.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

შაკირა “ესპანიოლის” წინაღმდეგ!

შესაძლებელია 24 ათასი ევრო ესპანური ლა ლიგის კლუბისათვის დიდი არაფერი თანხაა და “მზესუმზირის ფულია”, მაგრამ როდესაც საქმე პრინციპებსა და ღირსებას ეხება, ჯარიმის სახით 1 ცენტის დაკისრებამაც კი ბევრი რამ შეიძლება განსხვავებულად დაგვანახოს.

საქმე ისაა, რომ “ესპანიოლის” მავანმა გადარეულმა ქომაგებმა კატალონიურ დერბიში “ბარსელონას” მცველის, ხერარდ პიკეს გულისსწორის, შაკირას მისამართით შეურაცხმყოფელი პლაკატი გადმოფინეს, რასაც დიდი სკანდალი და შაკირას სასამართლოში ჩივილი მოჰყვა. პლაკატზე ეწერა: “შაკირა ყველას საკუთრებაა”.

როგორც დასაწყისიდანვე მიხვდით, ხერარდის თითქმის ცოლმა (მიუხედავად იმისა, რომ ხერარდ პიკესა და შაკირას 2 შვილი ჰყავთ, ისინი დაქორწინებას არ ფიქრობენ) სასამართლოში იჩივლა და მოსამართლემაც “ესპანიოლს” 24 ათასი ევროს გადახდა დააკისრა. აბა რა ეგონათ! მაგათ არ იციან შაკირას რა შეუძლია!

0.163859