ფეხბურთი

11:06 | 27.04.2016 | ნანახია 0 - ჯერ

სადისციპლინო კომიტეტმა მჭედლიძეს სეზონი დაუმთავრა

საქართველოს ეროვნული ნაკრების და "ემპოლის" თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

25 აპრილს, "კარპისა" და "ემპოლის" მატჩის 25-ე წუთზე მჭედლიძემ მეტოქე ფეხბურთელს იდაყვი მოარტყა, რისთვისაც მსაჯმა მას წითელი ბარათი უჩვენა, ხოლო სადისციპლინო კომიტეტმა საქციელი განზრახ უხეშობაში ჩაუთვალა და მკაცრად დასაჯა.

შედეგად, ლევანისთვის სეზონი დასრულებულია, რადგან სერია A-ში სამი ტურია დარჩენილი, ხოლო თასზე "ემპოლი" აღარ ასპარეზობს. მიმდინარე სეზონში მჭედლიძემ 14 მატჩი ჩაატარა და თავი ვერაფრით გამოიჩინა. ქართველმა 3 ყვითელი და 1 წითელი ბარათი მიიღო, მოედანზე კი საშუალოდ 24 წუთს ატარებდა. 18 შეხვედრა ლევანმა ტრავმის გამო გამოტოვა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

11:16 | 10.02.2016
arsenal (794)

რატო გადავიდა რიზესპორში დღემდე მიკვირს

0.066387