კალათბურთი

10:53 | 27.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ტორონტო” და “ატლანტა” სერიაში დაწინაურდნენ (+VIDEO)

გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პლეი-ოფის ორი შეხვედრა გაიმართა.

“ტორონტომ” შინ “ინდიანას” 102:99 აჯობა. მატჩში გადამწყვეტი ბოლო მეოთხედი გამოდგა, რომელიც კანადელებმა 25:9 მოიგეს. “ტორონტომ” გუნდური კალათბურთი ითამაშა, ხუთმა კალათბურთელმა 10 და მეტი ქულა ჩააგდო, მათ შორის საუკეთესო 34 ქულით დემარ დეროზანი გახლდათ. “ინდიანაში” 39 ქულით, 8 მოხსნით და 8 პასით პოლ ჯორჯი გამოირჩა. “ტორონტო” სერიას 3:2-ს იგებს. მეექვსე მატჩში ინდიანაპოლისში 30 აპრილს თბილისის დროით 03:00 საათზე დაიწყება.

“ატლანტამ” საკუთარ დარბაზში “ბოსტონი” 110:83 გაანადგურა. მატჩში გადამწყვეტი მესამე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც “ქორებმა” 42:23 მოიგეს. ჯორჯიელებმა მეტოქეს გუნდური კალათბურთის წყალობით აჯობეს. “ატლანტას” ხუთმა კალათბურთელმა 10 და მეტი ქულა ჩააგდო, მათ შორის საუკეთესო 17 ქულით სკოტი გახლდათ. “ბოსტონში” ყველაზე მეტი 15 ქულა თარნერმა ჩააგდო. სერიას “ატლანტა” 3:2-ს იგებს. მეექვსე შეხვედრა ბოსტონში 29 აპრილს თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.

“ტორონტო” – “ინდიანა” 102:99 (20:35, 32:26, 25:29, 25:9)

https://www.youtube.com/watch?v=1ejJpqjprP8

“ატლანტა” – “ბოსტონი” 110:83 (15:20, 32:19, 42:23, 21:21)

https://www.youtube.com/watch?v=frWE8e0hbbo

0.075677