ფეხბურთი

10:42 | 27.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

პელეგრინი: “რონალდუს თამაშზე ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია”

ინგლისური “მანჩესტერ სიტის” თავკაცი მანუელ პელეგრინი აღიარებს, რომ “რეალთან” მატჩში მისი გუნდისგან მეტს არ მოელოდა. როგორც მან განაცხადა, ეს ნახევარფინალია, რომელიც 90-ის ნაცვლად 180 წუთი გრძელდება და რისკზე წასვლა გაუმართლებელი იქნებოდა. ჩილელ სპეციალისტს მადრიდში მოგების სჯერა.

მისივე თქმით, მნიშვნელობა არ აქვს მოედანზე იქნება თუ არა კრიშტიანუ რონალდუ – ამას თამაშზე გავლენის მოხდენა არ შეუძლია.

“განსაკუთრებულად მეტს არ ველოდი იმიტომ, რომ ნახევარფინალი 180 წუთისგან შედგება. ჩვენ დავიწყეთ ფრიდან და ასე გაგრძელდება მადრიდშიც. ჩვენი მხრიდან დავინახე რამდენიმე კარგი რამ და ამასთან ჰარტის შესანიშნავი სეივები.

კრიშტიანუ რონალდუ? – ითამაშებს თუ არა იგი, ამაში დიდ განსხვავებას ვერ ვხედავ.

გუნდებს შეტევაში კრეატივი დააკლდათ, თუმცა ახლა მადრიდში მოგება გვინდა და გაცილებით უკეთ უნდა შევუტიოთ. გასვლაზე პსჟ-სთან, “სევილიასთან” და კიევის “დინამოსთან” კარგი შედეგი ვაჩვენეთ.

სილვა? – მასთან ერთად ბურთის კონტროლი უფრო ადვილია. ვნახოთ, ითამაშებს თუ არა განმეორებით თამაშში, ახლა ამაზე არაფრის თქმა შემიძლია”, - აღნიშნა პელეგრინიმ.

0.113854