ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკულ ტალაჰასიში დაწყებული ჩელენჯერის (საპრიზო ფონდი 50 ათასი დოლარი) პირველი წრე დასძლია.
მე-5 ნომრად განთესილი ბასილაშვილი კვალიფიკაციის ერთ-ერთ გამარჯვებულ ემილიო გომეზს გაეჯიბრა და მსოფლიოს 308-ე ჩოგანს 6:4, 7:5 სძლია.
ნიკოლოზს, რომელის რეიტინგში 126-ე პოზიციაზეა, წინვლის გაგრძელების კარგი შანსი აქვს. მერვედფინალში ქართველის პირისპირ ასევე კვალიფიკაციიდან გამოსული ირლანდიელი ჯეიმს მაკგი (334-ე) დადგება, რომელმაც ჩილელ ნიკოლა ხარის აჯობა – 5:7, 7:5, 6:3.
ცნობისთვის, გასულ კვირას ბასილაშვილმა სავანას 50-ათასიანი ჩელენჯერის პირველივე წრეში სწორედ ხსენებულ ხარისთან 6:7 (4:7), 2:6 წააგო.
Tallahassee Tennis Challenger-ზე ნიკოლოზი ძალებს წყვილთა თანრიგშიც მოსინჯავს. ბასილაშვილი და დომინიკელი ხოსე ერნანდეს-ფერნანდესი მერვედფინალში იმავე ხარის და ეკვადორელ ნიკოლას ლაპენტის ეთამაშებიან.