ჭადრაკი

21:43 | 26.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფაბიანო კარუანა აშშ-ს ჩემპიონია

დასრულდა აშშ-ს ჩემპიონატი მოჭადრაკე ვაჟთა შორის, რომელშიც 12 სპორტსმენი მონაწილეობდა. მათ შორის იყვნენ ექსტრა-კლასის მოთამაშეები, აშშ-ს ეროვნული ნაკრების წევრები - ფაბიანო კარუანა (2795), ჰიკარუ ნაკამურა (2787), უესლი სო (2773) და სხვები. ჩემპიონატი ერთ წრედ, 11 ტურად ჩატარდა.
შესანიშნავად ითამაშა კარუანამ, რომელმაც მომდევნო ადგილებზე გასულ მოჭადრაკეებს ერთი ქულით გაუსწრო. მან 8.5 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე გავიდა. 7.5-7.5 ქულით მეორე-მესამე ადგილები სომ და ნაკამურამ გაიყვეს.

0.117152