იტალიური “პალერმოს” პრეზიდენტი მაურიციო ძამპარინი, რომელიც ხმაურიან გამონათქვამებს არასდროს ერიდებოდა, “ემპოლის” ქართველი ფორვარდის ლევან მჭედლიძის გუშინდელ გაძევებას აბსურდულს უწოდებს. ოდიოზური ძამპარინის ასეთი შეფასება არც გვიკვირს – “კარპი” მისი “პალერმოს” ერთადერთი კონკურენტია ელიტაში დარჩენისთვის ბრძოლაში...
“გადარჩენისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაშია შესული და ამ დროს სამი აბსურდული გადაწყვეტილება მიიღეს – ყველაფერი მჭედლიძის გაძევებით დაიწყო, მოჰყვა პუჩარელის არჩათვლილი გოლი და დამთავრდა არდანიშნული პენალტით საპონარაზე.
მთელი სეზონია ვამჩნევ, რომ ჩვენთვის სასარგებლო თერთმეტრიანებს არ ნიშნავენ, ხოლო კონკურენტების მხარეს – კი”, - თქვა ძამპარინიმ.
მოგეხსენებათ, “პალერმო” სერია A-ში დარჩენისთვის გააფთრებით იბრძვის და კონკურენტმა “კარპიმ”, “ემპოლისთან” მოგების მერე, სიცილიელებს სამი ქულით გაასწრო. წინ კი, სამი ტურია დარჩენილი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საქართველოს ფეხბურთს და ჩემპიონატს არც მამა ჰყავს და არც დედა...
თქვენი უსამართლო მსაჯელონა მიგვიფურთხებია ფოთელებს თქვე სამარცხვინოებო თქვენ...
როგორ აკადრეთ ფეხბურთის აკვანსა და საქართველოს მარჩენალს ამდენი ძალმომრეობა ?!
ფოთში არ გნახოთ ჩამოთრეულები, გაგყრით ისე როგორც არასდროს არავინ არ გაგვიფარჩაკებია...
ფეხბურთით ცხოვრება ერთადერთი გვქონდა დარჩენილი და რა გინდათ, თქვენი...
ამის გაშვება შეცდომა იქნებოდა ახლა. ისევე, როგორც თავის დროზე ჯოვანი ელბერის, ლიონში.
გუნდის სული და გული გუნდის ლეგენდა