ფეხბურთი

18:40 | 26.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

18-წლამდელებმა სლოვაკეთთან 1:1 ითამაშეს

საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა სლოვაკეთში მიმდინარე რვაგუნდიან ტურნირზე მეორე მატჩი გამართა და მასპინძელთა ნაკრებთან 1:1 ითამაშა. გიორგი ყიფიანის გაწვრთნილები აგებდნენ, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე ირაკლი ბუღრიძემ (თბილისის “ლოკომოტივი”) თავურით გაათანაბრა.

სლოვაკეთი-საქართველო 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 ტუპტა (57პენ), 1:1 ბუღრიძე (78)

სხვათა შორის, სლოვაკთა მწვრთნელმა მილიან მალატინსკიმ ქართველები შეაქო და განაცხადა, რომ მის გუნდს ბევრი პრობლემა შეექმნა: “მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ტურნირზე პირველი მატჩი ამერიკელებთან 1:5 წააგო, საკმაოდ კარგი გუნდია და დღესაც გამოჩნდა: ტექნიკურები და სწრაფები არიან. განსაკუთრებით პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, როცა მოედნის ცენტრში უპირატესობა მეტოქეს ჰქონდა. მეორე ნახევარში გამოვასწორეთ და გოლი გავიტანეთ, მაგრამ ამ თამაშით მოგებას არ ვიმსახურებდით” – ეს სლოვაკეთის ფეხბურთის ფედერაციის საიტზე წერია.

ისიც აღვნიშნოთ, რომ ყიფიანს მეტწილად ერთი წლით უმცროსები ჰყავს ნაკრებში, ანუ 1999 წელს დაბადებულები.

28 აპრილს ქართველები ჯგუფის ბოლო ტურში უკრაინას ეთამაშებიან.

0.112087