ფეხბურთი

18:24 | 26.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბაქოს “ინტერის” პრეზიდენტი: “სვანაძესთან კონტრაქტი 2017 წლის მაისამდეა”

ბაქოს “ინტერის” პრეზიდენტმა რაშიდ გასიმოვმა განაცხადა, რომ კლუბში კახა ცხადაძისა და ასევე, ბაჩანა ცხადაძის დაბრუნების საკითხი არასოდეს არ დამდგარა. გასიმოვმა, ეს თემა არასოდეს ყოფილა აქტუალური და რაც “ინტერის” პრეზიდენტად დავინიშნე, მას შემდეგ კახა ცხადაძესთან არცერთხელ არ მისაუბრიაო.

“მხოლოდ ერთხელ, თურქეთში ზამთრის შეკრებაზე შევხვდი ცხადაძეს, როცა “ინტერი” ბრემენის “ვერდერთან” თამაშობდა. უბრალოდ, თამაშის წინ მივესალმეთ ერთმანეთს და მეტი არაფერი, სხვა დროს აღარ შევხვედრილვართ”.

გასიმოვმა განაცხადა, რომ მცდარია ინფორმაცია, თითქოს მწვრთნელ ზაურ სვანაძეს წლეულს უმთავრდებოდეს კონტრაქტი “ინტერთან”.

“სულ ამაზე წერენ, არადა, 2017 წლის მაისამდეა ხელშეკრულება. ვფიქრობ, სვანაძემ რთულ სიტუაციაში მოახერხა ბრძოლისუნიარიანი გუნდის შექმნა და მასთან თანამშრომლობას ჩვეულებრივ ვაგრძელებთ”.

0.118746