სხვა

16:46 | 26.04.2016 | ნანახია 0 - ჯერ

ძალოსნობის ფედერაციის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თურქულ კომპანიასთან

26 აპრილს, სპორტის სამინისტროში, ძალოსნობის ფედერაციასა და მსოფლიოში ძალოსნობის ინვენტარის ერთ-ერთ წამყვან მწარმოებელ თურქულ კომპანია Werksan-ს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი მოაწერეს კომპანიის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ - ჩეიჰუნ ოზქულიმ და ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიაშვილმა. მემორანდუმის გაფორმებას დაესწრო და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

თურქული კომპანია Werksan-ის ინვენტარი არის სერტიფიცირებული ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) მიერ. საქართველოს ძალოსნობის ფედერაციამ Werksan-ისგან მიიღო შეთავაზება, რომ ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ეს კომპანია იქნება ინვენტარის ოფიციალური მომწოდებელი. შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდულ მსოფლიოს პირველობას ივნისის ბოლოს თბილისი მასპინძლობს.


სპორტის სამინისტროს პრესსამსახური


Comments (0)

Please log in to post a comment Log in Or Register

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.080202
სარეკლამო ადგილი - 99
X x X