ფეხბურთი

14:40 | 26.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

გარდაქმნილი ფელიპე მელო და უცნაური ისტორია მის თავს

მილანის “ინტერის” ბრაზილიელი ნახევარმცველი ფელიპე მელო გარდაიქმნა. მოგეხსენებათ, 32 წლის სამხრეთამერიკელი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე უხეში მოთამაშე, თუმცა გაგიკვირდებათ და, მელოს უკვე ზედიზედ ცხრა თამაშია ყვითელი ბარათი არ მიუღია. მეტიც, თამაშის წესი მას ხსენებულ შეხვედრებში საერთოდ არ დაურღვევია.

გამოცემა “გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, “გალათასარაის” ექსფეხბურთელმა ბოლოს თამაშის წესი 20 დეკემბერს, რომის “ლაციოსთან” მატჩში დაარღვია, რომელიც მაშინ გაძევების ფასად დაუჯდა.

როგორც ჩანს, ასეც ხდება – ფაქტია, რომ მოედნის “ქილერი” ფელიპე მელო შეიცვალა...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114123