ფეხბურთი

13:17 | 26.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვარდის დისკვალიფიკაცია გაუხანგრძლივეს და ჯარიმა დააკისრეს

“ლესტერის” ფორვარდს ჯეიმი ვარდის კვირას, “მანჩესტერ იუნაიტედთან” პრემიერლიგის 36-ე ტურის მატჩის გამოტოვებაც მოუწევს. როგორც ბრიტანული გამოცემები იტყობინებიან, ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის სადისციპლინო კომიტეტმა ფეხბურთელის კიდევ ერთი შეხვედრით დისკვალიფცირების შესახებ გადაწყვეტილება დაადასტურა და ამავდროულად, ვარდის 10 000 გირვანქა სტერლინგის ოდენობით ჯარიმის გადახდა დააკისრა.

“ლესტერის” საუკეთესო ბომბარდირი (34 თამაში, 22 გოლი) “ვესტ ჰემთან” პრემიერლიგის 34-ე ტურის მატჩში მეორე ყვითელი ბარათის მიღების შემდეგ გააძევეს მოედნიდან, რა დროსაც მან მსაჯს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ფეხბურთელმა დისკვალიფიკაციის გამო უკვე გამოტოვა ერთი თამაში, რომელიც მისმა გუნდმა “სუონსის” 4:0 მოუგო.

თუკი “ლესტერი” კვირას “მანჩესტერ იუნაიტედს” დაამარცხებს, ვადაზე ადრე მოიპოვებს ინგლისის ჩემპიონის ტიტულს და დარჩენილი ორი ტური მისთვის მხოლოდ ფორმალობა იქნება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115979