კალათბურთი

11:26 | 26.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბაინუმისა და აბულაძის თამაში სათუოა

კალათბურთში საქართველოს 25-ე ეროვნული ჩემპიონატის მომდევნო ტურში სუპერლიგის მონაწილე "ოლიმპის" უკანახაზელების ჯერემი დერელ ბაინუმისა(08.07.88, 192 სმ) და ნუგზარ აბულაძის(14.06.95, 182სმ) თამაში ტრავმის გამო სათუოა. ამის შესახებ ,,მსოფლიო სპორტს’’,,ოლიმპის’’ მთავარი მწვრთნელის ლეონიდ ივატინის ერთ-ერთმა თანაშემწემ ირაკლი მაისურაძემ განუცხადა.

,,ბაინუმს მუხლის ტრავმა აქვს, ხოლო აბულაძეს წელის ტკივილი აწუხებს’’- გვითხრა მაისურაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ჩემპიონატის რეგულარული პირველობის ბოლო 28-ე ტური დღეს ქალაქ რუსთავში, ადგილობრივი ,,რუსთავისა’’ და ,,ოლიმპის’’ შეხვედრით იხსნება.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098011