იტალიის სერია ა-ში გამართული “კარპი”-“ემპოლის” შეხვედრა ლევან მჭედლიძისთვის ნაადრევად დამთავრდა: ქართველი ფეხბურთელი 25-ე წუთზე გააძევეს. ლევანმა მეტოქის ფეხბურთელ რომანიოლის სახეში იდაყვი მიარტყა და მსაჯმა ავტომატურად წითელი ბარათი უჩვენა.
მჭედლიძე ამ სეზონში მხოლოდ მეორედ მოხვდა “ემპოლის” სასტარტოში, თუმცა შანსი ვერ გამოიყენა, მისი გუნდი კი 0:1 დამარცხდა.
რაც შეეხება რომან ჭანტურიას, ის “ემპოლის” განაცხადში ამჯერად ვერ მოხვდა.