ფეხბურთი

15:35 | 25.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

დავით სხირტლაძემ დანიაში 29-ე წამზე გაიტანა (VIDEO)
"სილკბეროგი" - "ნაესტვედი" 3:0

დანიის I დივიზიონში მორიგი გოლი გაიტანა დავით სხირტლაძემ. 23 წლის ქართველმა შემტევმა 27-ე ტურის მატჩში აუტსაიდერ "ნაესტვადის" კარი პირველივე წუთზე აიღო და სტუმართა განადგურებას სათავე დაუდო. თავად მატჩი, "სილკებორგმა" 3:0 მოიგო, სხირტლაძე კი საკმაოდ კარგად გაისარჯა. მას I დივიზიონში ჩატარებულ 6 მატჩში 4 გოლი აქვს გატანილი. ხსენებულ შეხვედრაში ქართველმა მოედანზე 61 წუთი გაატარა და მერე მის ნაცვლად მოედანზე ულრიკ ფლო შევიდა.

უშუალოდ "სილკებორგს" კი სუპერლიგაში გადასვლის კარგი შანსი აქვს: 27 მატჩში მოპოვებული 48 ქულით მესამეა და სწორედ სამი გუნდი გადადის დანიის მთავარ ლიგაში.

აღსანიშნავია, რომ სხირტლაძემ ოთხივე გოლის გატანა ბოლო პერიოდში, კერძოდ, უკანასკნელ ერთ თვეში მოახერხა. ჯერ 28 მარტს, „ჰელსინგორის“ კარი აიღო, ხოლო 3 აპრილს, „როსკილდესთან“ დუბლი შეასრულა.

0.126577