ერთბაშად 13 მონაწილე ლიდერობს ჭადრაკის სასახლეში მიმდინარე ნონას თასის A ტურნირის გათამაშებას. 3-დან 2.5 ქულით ლიდერთა შორის არიან: მერაბ გაგუნაშვილი, ემილ სუტოვსკი (ისრაელი), მანუელ პეტროსიანი, ჰოვანეს გაბუზიანი (ორივე სომხეთი), დიეგო დი ბერნარდინო (ბრაზილია), ევგენი რომანოვი (რუსეთი), ბაადურ ჯობავა, ტიგრან ჰარუთინიანი (სომხეთი), შოთა აზალაძე, კონსტანტინე შანავა, ლევან ფანცულაია, სერგეი ჟიგალკო (ბელარუსი) და გიორგი სიბაშვილი.
რანგით მაღალი A ტურნირისგან განსხვავებით, მხოლოდ 2 ლიდერი ჰყავს B ტურნირს. 3 ტურის შემდეგ, ქულათა მაქსიმუმით სულხან სირბილაძე და ცოტნე მამულაშვილი დაწინაურდნენ.