ფეხბურთი

13:44 | 25.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი პირლო - არაბიძის მორიგი გოლი სტანდარტიდან (VIDEO)
"ჩერნომორეცი" - "შახტარი" 1:4 (U21)

დონეცკის "შახტარის" 21-წლამდე გუნდის რიგებში თავი მორიგი გოლით გამოიჩინა გიორგი არაბიძემ. 18 წლის ქართველმა ამჯერად ოდესის "ჩერნომორეცის" ახალგაზრდულ გუნდს გაუტანა. მე-14 წუთი იყო, როცა გიორგიმ დაახლოებით 20 მეტრიდან საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში გახსნა. უშუალოდ მატჩი კი დონბასელებმა 4:1 მოიგეს.

საერთოდ, არაბიძე სტანდარტულ სიტუაციებს ჩინებულად ასრულებს და კარგი იქნება თუ ასე გააგრძელებს. ეს უკვე მესამე გოლია ზედიზედ, რომელიც მან ჯარიმიდან გაიტანა. აღნიშნულ მატჩში ქართველმა შემტევმა მოედანზე 82 წუთი გაატარა და მერე შეცვალეს.

0.11589