ჩოგბურთი

10:51 | 25.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

რაფამ კარიერაში 69-ე ტიტული მოიგო და ვილასს გაუტოლდა

დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა ერთეულთა თანრიგში 69-ე ტიტული მოიპოვა. რაფამ “ბარსელონა ოუფენი” კარიერაში მეცხრედ მოიგო. ესპანელმა ფინალში იაპონელი კეი ნიშიკორი ორ სეტში 6:4, 7:5 დაამარცხა. რაფამ 12-დან 5 ბრეიკი შეასრულა, ხოლო კეიმ 13 შესაძლებლობიდან მხოლოდ 3 ბრეიკი გააკეთა.

რაფამ თიხაზე 49-ე ტიტული მოიგო და ლეგენდარულ გილერმო ვილასს გაუტოლდა.

“ბარსელონას” ტურინირის მოგების შემდეგ რაფა ტრადიციულად ბურთის მომწოდებელ ბიჭებთან და გოგოებთან ერთად აუზში გადახტა (VIDEO).

0.133761