ფეხბურთი

3:07 | 25.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

მაჰრეზი, პრემიერლიგის 2015/2016 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

ინგლისის პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციამ “ლესტერის” ნახევარმცველი რიად მაჰრეზი, პრემიერლიგის 2015/2016 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა.

აღნიშნულ ნომინაციაში 25 წლის ფეხბურთელმა თანაგუნდელებს ნ’გოლო კანტეს და ჯეიმი ვარდის აჯობა, ხოლო სხვა კლუბებიდან დიმიტრი პაიეს (“ვესტ ჰემი”), ჰარი კეინსა (“ტოტენჰემი”) და მესუთ ოზილს (“არსენალი”).

მაჰრეზი პირველი აფრიკელი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ნახსენები ჯილდო მოიგო. ასევე, პირველი შემთხვევაა, როდესაც სეზონის საუკეთესო მოთამაშედ “ლესტერის” ფეხბურთელი სახელდება.

შეგახსენებთ, რომ მაჰრეზმა მიმდინარე პრემიერლიგაში 34 შეხვედრა ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა მიითვალა.

0.113461