კალათბურთი

1:09 | 25.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

მარკოიშვილი სამ ქულას დასჯერდა

მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკამ” თურქეთის საკალათბურთო ჩემპიონატში “ტურკ ტელეკომს” 76:69 სძლია და 18 მოგებით მე-3 ადგილზე გადაინაცვლა.

ქართველმა მცველმა მოედანზე 16:38 წუთი გაატარა და 3 ქულა, 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მანუჩარმა 2 ორქულიანი ააცილა, 5 სამქულიანიდან 1 ჩააგდო და 2 პერსონალური ფოლი მიიღო.

მასპინძელთა რიგებში საუკეთესო ამერიკელი ლუკ ჰერენგოდი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი შეასრულა – 16 ქულა, 11 მოხსნა.

“დარუშაფაკა” მომდევნო მატჩს 30 აპრილს სტუმრად “ისთანბულთან” ჩაატარებს.

0.122754