ფეხბურთი

21:37 | 24.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედომ" "სიონს" 1:0 მოუგო

უმაღლესი ლიგის 30-ე ტურის ბოლო მატჩში ქუთაისის "ტორპედომ" შინ 1:0 სძლია ბოლნისის "სიონს". ერთადერთი გოლი მასპინძელთა ნახევარმცველმა გიორგი კუხიანიძემ გაიტანა 85-ე წუთზე. ქუთათურები ცხრილის შუაში, მერვე ადგილზე არიან, "სიონი" კი მეხუთეზე დარჩა და ერთი ქულით ჩამორჩება "ჩიხურას".

ამასთან, ბოლნისელები თასის ნახევარფინალსიც არიან გასულები და პირველი შეხვედრა "ვიტ ჯორჯიასთან" გასვლაზე 2:2 დაასრულეს. ქვემოქართლელებს ფინალში გასვლის კარგი შანსი აქვთ.

ტორპედო – სიონი 1:0

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, ჭიჭინაძე, ბაბუნაშვილი, კაპანაძე(მამასახლისი 87), კუხიანიძე, კლიმიაშვილი, ნერგაძე, ქიმაძე, ბრეგვაძე (შინდაგორიძე 63), კვერნაძე (კვარაცხელია 79)

მწვრთნელი: ალექსანდრე შტელინი

სიონი: მერლანი, სვანიძე, კილასონია, გაფრინდაშვილი, გიორბელიძე, რაზმაძე, გოგობერიშვილი (შალამბერიძე 77), მანჯგალაძე, ოთარ კობახიძე (საჯაია 88), ტატანაშვილი, ლუის მედინა (გვალია 66)

მწვრთნელი: არმაზ ჯელაძე

გოლი: 1:0 კუხიანიძე (85)

მსაჯი: ჯ.ხორავა

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.091376