ჩოგბურთი

0:43 | 25.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა პრაღის ტურნირის ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში დაწყებული საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 500 ათასი დოლარი) ძირითად ბადეში გასვლას ცდილობდა, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწია.

შაფათავა კვალიფიკაციის პირველ წრეში “უაილდ ქარდის” მქონე ჩეხ კატერინა ვანკოვას 4:6, 7:5, 3:0-ს უგებდა, როდესაც მეტოქემ თამაში ვეღარ გააგრელა. სამწუხაროდ, მომდევნო რაუნდში სოფო ვეტერან ფრანგ ვირჟინი რაზანოსთან 6:7 (7:9), 3:6 დამარცხდა.

J&T Banka PRAGUE OPEN-ზე წყვილთა თანრიგში მოსინჯავს ძალებს ოქსანა კალაშნიკოვა. ის ლიხტენშტეინელ შტეფანი ვოგტთან გახლავთ შეამხანაგებული და საწყის წრეში კანადურ-ესპანურ დუეტს (დაბროვსკი-მარტინეს სანჩესი) გაეჯიბრება.

0.068156