ფეხბურთი

12:35 | 24.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

რანიერი პოჩეტინოს: "მაურისიო კიდევ ერთი წელი უნდა მოიცადო"

"ლესტერის" მთავარმა მწვრთნელმა კლაუდიო რანიერიმ "სუონსისთან" გასამართ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე არნიშნა, რომ "ტოტენჰემის" თავკაცს მაურისიო პოჩეტინოს მოცდა მართებს, რადგან ტიტული "ლესტერს" დარჩება.

"მაურისიო, უნდა მოიცადო, კიდევ ერთი წელი. ვნებათაღელვა ყოველთვის ბოლოსაა, "ტოტენჰემი" მთელი სეზონი ჩამოგვრჩება და ეს სიტუაცია არ მომბეზრდება." - ციტირებს გოალ.ცომ-ი იტალიელის სიტყვებს.

რანიერის სამწვრთნელო კარიერა "რომაში", "იუვენტუსში", "მონაკოში", "ჩელსიში" კარგად არ წარიმართა, მისი გაწვრთნილი გუნდები ჩემპიონატებში მეორე ადგილზე გადიოდნენ. კლაუდიომ აღნიშნა, რომ მის გუნდებს მეტი შესაძლებლობა არ ჰქონდათ და არ მას გააჩნდა მეტის გაკეთების ბერკეტი.

"ყოველთვის უკან ვარ. ვიცი აქაა ის ხალხი თუ ვერ მოვიგებ პრემიერლიგას იტყვის: ეჰ რანიერი, ყოველთვის მეორე ხარ. დიახ ეგრე იქნება, მაგრამ გადავხედოთ ჩემ კარიერას. "ჩელსიში" ყოფნის დროს პრემიერლიგის მატჩებს ვატარებდით, როდესაც ფეხბურთელებს ვყიდულობდი და ახალ გუნდს ვაშენებდი და მაშინ მეორეზე გავედით.

"რომაში" სეზონის სტარტიდან ორი მატჩის შემდეგ მივედი. გუნდს 0 ქულა ჰქონდა და საბოლოოდ 80 ქულა ავიღეთ. "ინტერს" კი 82 ქულა ჰქონდა და მეორეზე გავედით. რა უნდა გამეკეთებინა ამაზე მეტი?

"იუვენტუსი" ქვედა დივიზიონიდან როცა ამოვიდა, ჯერ მესამეზე ვიყავით, შემდეგ მეორეზე. გუნდში 4 ან 5 ჩემპიონი მყავდა დანარჩენები კი ახალგაზრდა ფეხბურტელები იყვნენ. რა უნდა გამეკეთებინა ამაზე მეტი?

"მონაკოს" მეორე დივიზიონი მოვაგებინე. შემდეგ კი მეორე ადგილზე გავედით და პსჟ-ს 8 ქულით ჩამოვრჩით. ახლა კი ნკვლავ მოსაგებად ვიბრძვი. ბედნიერი არ ვიქნები თუ მეორეზე გავალთ. რა უნდა გავაკეთო მეტი? ფანტასტიკურ სამუშაოს ვასრულებთ." - განაცხადა რანიერიმ.

ამ დროისთვის "ლესტერი" პრემიერლიგას 73 ქულით ლიდერობს და მეორეადგილოსან "ტოტენჰემს" 5 ქულით უსწრებს. ჩემპიონატის დასრულებამდე ორივე გუნდს 4-4 მატჩი აქვს ჩასატარებელი. 24 აპრილს "მელიები" "სუონსის" მიიღებენ, ხოლო 25 აპრილს "ტოტენჰემი" - "ვესტ ბრომვიჩს".

:

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112328