კალათბურთი

12:29 | 24.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძის 4 წუთი და ორქულიანი მარცხი “ისთანბულთან”

ვიქტორ სანიკიძის “ტედ კოლეჯლილერმა“ თურქეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩი წააგო. ანკარელებმა “ისთანბულს“ უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში – 80:82 წააგეს.

ქართველმა ფორვარდმა, რომელიც საშუალოდ 30 წუთს ატარებს მოედანზე, აღნიშნულ მატჩში მხოლოდ 4:31 წუთი ითამაშა. სანიკიძემ მცირე ტრავმა მიიღო და მწვრთნელებმა მისი მოედანზე დაბრუნება აღარ გარისკეს. აღნიშნული დროის განმავლობაში ვიქტორმა მხოლოდ 1 მოხსნის მითვლა მოასწრო.

8 მოგებითა და 19 წაგებით სანიკიძის გუნდი მე-14 ადგილზეა. მომდევნო მატჩს ანკარელები 30 აპრილს, სტუმრად, “ტრაბზონსპორთან“ გამართავენ.

0.118699