თამაშგარე

15:29 | 24.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

გარეთ ბეილი “შეახუჭუჭეს”

ჩვენგან ალბათ არ გესწავლებათ ის არცთუ საამო ამბავი, რომ ბოლო პერიოდში ევროპაში ადამიანები დაქორწინებისგან თავს მასიურად იკავებენ, რადგან ევროპული ქვეყნების უმეტესობაში კანონმდებლობა გაყრის შემთხვევაში ქონებას ხშირად უცნაურად ყოფს. ამის გამო, ცნობილი და ჯიბესქელი ფეხბურთელებიც როგორც წესი ცოლ-ქმრის სტატუსის გარეშე თანაცხოვრობენ საკუთარ გულისსწორებთან.

მხოლოდ ერთეულებმა ”გარისკეს” და ოფიციალურად იფსკვნეს ჯვარი მათზე, ვინც უყვართ და არად ჩააგდეს ფინანსური საფრთხეები. მათ შორის მალე ჩაეწერება მადრიდის ”რეალის” უელსელი შემტევი, გარეთ ბეილი, რომელმაც თავის გულისსწორსა და ერთადერთი შვილის დედას, ემა ჰოლდსს ცოლობა ოფიციალურად სთხოვა და ახლა ეს ხელიხელსაგოგმანები ამბავი ბრიტანული ტაბლოიდების მთავარი გასარჩევი თემაა.

ემა ჰოლდსი ხელობით მსახობია და ბრიტანულ მაღალბიუჯეტიან სერიალებში მონაწილეობს. სწორედ ამ ქალის დიდი სურვილი იყო ბეილთან ცხოვრება გაოფიციალურებულიყო, რადგან ემა კათოლიკურ ოჯახშია აღზრდილი და მისი ოჯახისათვის თამამად ყველასათან კორტიალი მიუღებელი გახლავთ. ასე რომ გიჟმაჟ უელსელს სულ მალე კისერზე უღელდადებულს ვიხილავთ.

0.133003