კალათბურთი

11:03 | 24.04.2016 | ნანახია 1965 - ჯერ

ზაზას 9 ქულა და მარცხი “ოკლაჰომასთან”

ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიკსი” შინ “ოკლაჰომასთან” 108:119 დამარცხდა. ზაზა სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 21 წუთი დაჰყო, ამ დროში ქართველმა ცენტრმა გუნდს 9 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი შესძინა. ფაჩულიამ 4-დან ოთხი ორქულიანი და ერთიდან ერთი საჯარიმო სროლა გამოიყენა.

შეხვედრის პირველი პერიოდი “ოკლაჰომამ” 33:18 მოიგო, რის შემდეგაც ტეხასელებს თამაშის შემობრუნების შანსი აღარ ჰქონით. მატჩის პირველსავე წუთზე დალასელმა გამთამაშებელმა დერონ უილიამსმა ტრავმა მიიღო და შეხვედრის გაგრძელება ვეღარ მოახერხა. “ოკლაჰომაში” 28 ქულით თურქი ცენტრი კანტერი გამოირჩა, “დალასში” საუკეთესო 27 ქულით დირკ ნოვიცკი გახლდათ.

სერიას “ოკლაჰომა” 3:1 იგებს. მომდევნო შეხვედრა ოკლაჰომაში 26 აპრილს თბილისის დროით 04:00 საათზე დაიწყება.


კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:55 | 24.04.2016
Sport for pleasure❤️ირაკლი: ) (2695)

მე " ოკლაში " უშეღავათო ბრძოლას ველოდები დალასიდან! ,ასე მგონია ჩემი დანაკვირვებიდან!

16:25 | 24.04.2016
ირაკლი1986 (2288)

დალასის მაქსიმუმი იყო ის ერთი მოგება პლეიოფში.

15:06 | 24.04.2016
Ginobili.20 (932)

ერთი დურანტზე დამწყდა გული მარტო, რა სერია გაუფუჭდა გუშინდელი თამაშით, 20 ქულაზე რო ვერ ავიდა :X 1 ქულა დააკლდა სულ :X

15:05 | 24.04.2016
Ginobili.20 (932)

ასეთ მდგომარეობაში ჩავარდნილი დალასისგან ამდენ ბრძოლასაც არ მოველოდი, მაინც ყოჩაღ

14:22 | 24.04.2016
dinamo222 (8587)

შანსი როგორ არ ქონდათ ბოლო მეოთხედში 7 ქულა რომ იყო სხვაობა იმ დურაქმა კარლაილმა ისევ დასვა სკამზხე ძირითადები @@@

14:21 | 24.04.2016
dinamo222 (8587)

მგონი წელს პირველი შემთხვევაა ზაზას 100% შედეგით ჩატარებული თამაში

12:29 | 24.04.2016
dato567 (138)

Damtavrdeba es seria 4:1. Oklahoma spurssac did winaagmdegobas gauwevs, saintereso iqneba durantulasa da kavais dapirispireba.

0.123996