ბათუმში მიმდინარე მოჭადრაკე ქალთა გრან-პრის ერთ-ერთ ეტაპზე მეოთხე ტურის პარტიები გათამაშდა. რაღა თქმა უნდა, გამორჩეულ ინტერესს იწვევდა პარტიები ლიდერთა მონაწილეობით, რომელთა შორისაც საქართველოს ეროვნული ნაკრების ორი წევრი ლელა ჯავახიშვილი და ნინო ბაციაშვილი იმყოფებოდნენ.
ლიდერთაგან დღეს ვერავინ მოიგო. ჯავახიშვილი და სკრიპჩენკო ერთმანეთს დაუზავდნენ. ა.მუზიჩუკმა ბელა ხოტენაშვილთან შავებით ყაიმით დაასრულა, სხვები კი დამარცხდნენ.
ზედიზედ სამი ყაიმის შემდეგ პირველი გამარჯვება მოიპოვა საქართველოს საუკეთესო მოჭადრაკემ ნანა ძაგნიძემ, რომელმაც ერთ-ერთ ლიდერს ვალენტინა გუნინას მოუგო, 2,5 ქულა დააგროვა და ლიდერებს წამოეწია. ამდენივე ქულა აქვს ლელა ჯავახიშვილსაც. ლიდერთა შორის ადგილები ანა მუზიჩუკმა და ალმირა სკრიპჩენკომაც შეინარჩუნეს.
ყველასათვის მოულოდნელად გამოკვეთილი აუტსაიდერია მსოფლიოს ექს-ჩემპიონი მარია მუზიჩუკი, რომელსაც მხოლოდ ერთი ქულა აქვს
მეოთხე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები:
კოსტენიუკი – გირია 1-0
დანიელიანი – ბაციაშვილი 1-0
მ.მუზიჩუკი – ქსიუ 0,5-0,5
ძაგნიძე – გუნინა 1-0
ჯავახიშვილი – სკრიპჩენკო 0,5-0,5
ხოტენაშვილი – ა.მუზიჩუკი 0,5-0,5
სატურნირო მდგომარეობა ოთხი ტურის შემდეგ:
1-4.ჯავახიშვილი, ძაგნიძე, სკრიპჩენკო, ა.მუზიჩუკი - 2,5-2,5 ქულა
5-9. ბაციაშვილი, კოსტენიუკი, გუნინა, გირია, დანიელიანი - 2-2
10-11. ქსიუ, ხოტენაშვილი - 1,5-1,5
12. მ.მუზიჩუკი - 1
24 აპრილი დასვენების დღეა.
25 აპრილი. მეხუთე ტურის შეხვედრათა განრიგი:
ქსიუ-ძაგნიძე
გუნინა-ჯავახიშვილი
სკრიპჩენკო-ხოტენაშვილი
ბაციაშვილი-მ.მუზიჩუკი
ა.მუზიჩუკი-კოსტენიუკი
გირია-დანიელიანი