ფეხბურთი

23:55 | 23.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ინგლისის პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო ასისტენტები

სესკ ფაბრეგასმა "ბორნმუთი" - "ჩელსის" დღევანდელ მატჩში (1:4) სამი საგოლე პასი გააკეთა. ფაბრეგასს პრემიერლიგაში სულ 95 საგოლე პასი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით, მესამე ადგილზეა.

პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო მეპასე უელსელი რაიან გიგზია და მის რეკორდს, უახლოეს პერიოდში, ვერავინ "გაეკარება" - 162 საგოლე პასი აქვს.

მეორეზეა ფრენკ ლამპარდი (102), მესამეზე ფაბრეგასი (95), ხოლო მეოთხე-მეხუთეზე უეინ რუნი და დენის ბერხკამპი (94-94).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113093