გერმანიის ჩემპიონი ოფიციალურად არც XXXI ტურში გამოვლინდა. მიუნხენის “ბაიერნის” დარ მოიგო დორტმუნდის “ბორუსიამაც” და სიტუაცია უცვლელი დარჩა. ამასობაში, ლევერკუზენის “ბაიერი” აღარ ხუმრობს და თამაშს, თამაშზე იგებს. “ჰანოვერი” კი ბუნდესლიგას უკვე დაემშვიდობა.
ერთი შეხედვით პეპ გვარდიოლას გუნდს ადვილი თამაში არ უნდა ჰქონოდა, რადგან ოთხეულში მყოფ “ჰერტას” გასვლაზე ეთამაშებოდა. თანაც, შუა კვირაში “რეკორდმაისტერს” ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი ელოდება და გარკვეულწილად ყურადღება უფრო ამ მატჩისკენ აქვთ გადატანილი. და მაინც, “ბაიერნმა” მორიგი სამი ქულა ჩაიწერა აქტივში. ერთი ეგ იყო, მიუნხენელებმა საწყის ტაიმში გატანა ვერ მოახერხეს. სამაგიეროდ, ანტრაქტიდან დაბრუნებულები დაწინაურდნენ – მარიო გიოტცემ არტურო ვიდალი მოძებნა, ჩელელმა კი ძლიერად დაარტყა და მორიგი გოლი შეაგდო. არტურო “ბაიერნს” ძალზე კარგად მოერგო. ისიც ვთქვათ, რომ აღნიშნულ ეპიზოდში ბურთი ბერლინელ მცველს შეეხო და კარში ისე აღმოჩნდა. მატჩის მიწურულს კი ყველაფერს ლოგიკური დასასრული დუგლას კოშტამ მისცა: ბრაზიელელმა ისეთი გოლი გაიტანა, რომელზეც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, ათასჯერ გაგონილს, ერთხელ ნანახი სჯობსო და მართლაც ასეა, ნახვა აჯობებს... “ბაიერნი” 7 ქულიანი ფორით ლიდერობს და დიდი ალბათობით ერთი კვირის თავზე “ვერცხლის სინს” ოფიციალურად ჩაიბარებს – მიუნხენში, “გლადბახი” ჩადის. “ჰერტა” კი, თავის მხრივ ღრმა კრიზისშია და მეოთხე ადგილს ჯერჯერობით კი ინარჩუნებს, მაგრამ დარჩენილ ტურებსა და დედაქალაქელთა სათამაშო ფორმას თუ გავითვალისწინებთ, ძნელად სავარაუდოა, სეზონის ჩემპიონთა ლიგის ზონაში დაასრულოს.
მოიგო დორტმუნდის “ბორუსიამ”. ყვითლებმა შტუტგარტში ადგილობრივი გუნდისგან არაფერი დატოვეს და მარტივად აჯობეს. ტომას ტუხელის გუნდმა, რომელისაც ჩემპიონობის თეორიული შანსი კიდევ დარჩენილი აქვს, 3 უპასუხო გოლი შეაგდო “შვაბების” კარში. “შტუტგარტი” კი, რომელიც იურგენ კრამნის მოღვაწეობის პირველ პერიოდში თამაშებს სტაბილურად იგებდა, ახლა იგივეს ვერ აკეთებს და ფრთხილად თუ არ იქნება, შანსი დიდია, რომ გავარდეს.
ლევერკუზენის “ბაიერმა” 2 მარტს, შინ ბრემენის “ვერდერთან” 1:4 წააგო და მაშინ ბევრმა ჩათვალა, რომ “ფარმაცევტები” ლიგის საგზურის გარეშე დარჩებოდნენ, მაგრამ ვინც ასე ფიქრობდა, შეცდა. შეცდა ისიც, ვინც დღეს “ბაიერი” “შალკესთან” მატჩში დამარცხებულად მიიჩნია. არადა, დასაწყისი მართლაც კატასტროფული ჰქონდა როჯერ შმიდტის გუნდს – კლაას იან ჰუნტელაარმა მეხუთე წუთზე პენალტიდან ბერნდ ლენოს ვერ აჯობა, მაგრამ გერმანელ კიპერს საკუთარი კარიდან ბურთის გამოტანა მალევე მოუწია, თანაც ორჯერ. იგი ჯერ ერიკ ჩუპო-მოტინგის დარტყმულს, მერე კი ლეროი სანეს ბურთს ვერ გაუმკლავდა. მოკლედ, “ხუმარებმა” ტაიმი კომფორტული უპირატესობით მოიგეს. თუმცა მეორე ნახევარში დადგა 6 წუთიანი ინტერვალი, რომელის ანდრე ბრეიტენრეიტერის შეგირდებისთვის კოშმარული გამოდგა: “ბაიერმა” ხსენებული დროის მონაკვეთში მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანა და “ლევერმა” მიჯრით მეხუთედ მოიგო. შმიდტის გუნდი მესამე ადგილზე უკვე სტაბილურად დამკვიდრდა და მდევარს ხუთი ქულით უსწრებს, რაც წესით სამ ტურში არ უნდა გაანიავოს.
ამასობაში ბუნდესლიგას დაემშვიდობა ერთ დროს ამბიციური “ჰანოვერი”, რომელსაც “ინგოლშტადთან” არ წაუგია და მეტიც, ორბურთიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა, მაგრამ II ბუნდესლიგას მაინ ვერ გადაურჩა. მორიგი თამაში წააგო ვიცე-ჩემპიონმა “ვოლფსბურგმა” – “მგლები”, რომელთაც სეზონი მთლიანად ჩაუვარდათ, შინ “აუგსბურგთან” შერცხვნენ (0:2). “კიოლნმა” კი “რეინენერჯშტადიონზე” დებიუტანტი “დარმშტადტი” 4:1 გაანადგურა.
“კიოლნი” – “დარმშტადტი” 4:1 (2:1) (მიმოხილვა)
კიოლნი, “რეინენერჯი”
მაყურებელი: 50 000
“კიოლნი” (4-2-3-1): ჰორნი; სორენსენი (ოლკოვსკი 79), მაროჰი, მავრაი, მლადენოვიჩი (ჰეინტცი 46); ლემანი, ჰექტორი; რისე, ოსაკო, გერჰარდტი (ჯოჯიჩი 70); მოდესტე
მწვრთნელი: სტოგერი
“დარმშტადტი” (4-2-3-1): მატეინია; იუნგვირტი, სულუ, კალდიროლა, დიასი (კემპე 70); გონდორფი, ჰოლანდი; ჰელერი, ვრანჩიჩი (გარიჩსი 79), რაუში; ვაგნერი (პლატე 86)
მწვრთნელი: შუსტერი
გოლები: 1:0 მოდესტე (4), 1:1 გონდორფი (12), 2:1 მოდესტე (35), 3:1 რისე (52), 4:1 რისე (75)
გაფრთხილება: გერჰარტი (59), ლემანი (72) – გონდორფი (81), გარიჩსი (86)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 15 (9) – 15 (2) ბურთის ფლობა: 59%-41% კუთხურები: 3:6 თამაშგარე: 1:2
მსაჯი: დინგერტი
“ჰერტა” – “ბაიერნი” 0:2 (0:0) (მიმოხილვა)
ბერლინი, “ოლიმპიაშტადიონი”
მაყურებელი: 76 233
“ჰერტა” (4-1-4-1): კრაფტი; პეკარიკი, ლანგკამპი, ლუსტენბერგერი, პლატენჰარდტი; შტარკი; მიტელშტადტი, ვეიზერი, სიგერსი (კოხსი 83), სტოკერი (კალუ 64); იბიშევიჩი (შიბერი 46)
მწვრთნელი: დარდაი
“ბაიერნი” (4-2-3-1): ნოიერი; რაფინია (ალაბა 57), ბენატია, ტასკი, კიმიხი; ვიდალი, ალკანტარა; მიულერი (რიბერი 57), გიოტცე, დუგლას კოშტა; ლევანდოვსკი (მარტინესი 84)
მწვრთნელი: გვარდიოლა
გოლები: 0:1 ვიდალი (48), 0:2 დუგლას კოშტა (79)
გაფრთხილება: რაფინია (37), მიულერი (41), ვიდალი (52), ალკანტარა (77)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (0) – 6 (6) ბურთის ფლობა: 31%-69% კუთხურები: 1:3 თამაშგარე: 4:3
მსაჯი: ფრიტცი
“ინგოლტადტი” – “ჰანოვერი” 2:2 (2:0) (მიმოხილვა)
ინგოლშტადტი, “აუდი სპორტპარკი”
მაყურებელი: 14 831
“ინგოლშტადტი” (4-3-3): ნილანდი; და კოსტა, ჰუბნერი, ბრეგერიე, სუტნერი; გროსი, როგერი, მორალესი; ჰარტმანი (ჰინტერსეერი 59), ლეზჩანო (კოენი 73), ლეჩკიე (ბაუერი 83)
მწვრთნელი: ჰასენჰუტლი
“ჰანოვერი” (4-2-3-1): ცილერი; საკაი, მილოსევიჩი (ფოსუმი 46), სანე, ალბორნოზი; ანტონი, შმიედებახი; საენრენ-ბაზეე (სულეიმანი 67), კიოტაკე, კლაუსი (პრიბი 82); სჟალაი
მწვრთნელი: სტენდელი
გოლები: 1:0 მორალესი (10), 2:0 ჰარტმანი (25), 2:1 საკაი (58), კიოტაკე (82)
გაფრთხილება: ჰუბნერი (3), ჰარტმანი (55) – ანტონი (32), სჟალაი (47)
გაძევება: ბრეგერიე (20)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (3) – 14 (4) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 2:7 თამაშგარე: 1:3
მსაჯი: სტეგერმანი
“შტუტგარტი” – “დორტმუნდი” 0:3 (0:2) (მიმოხილვა)
შტუტგარტი, “მერსედესბენც არენა”
მაყურებელი: 60 000
“შტუტგარტი” (4-2-3-1): ტიტონი; კლეინი, შვააბი, ბარბა (ჰეისი 80), ინსუა (ნიედერმაიერი 62); რუპი (მაქსიმი 62), გენტნერი; ჰარნიკი, დიდავი, კოსტიჩი; ვერნერი
მწვრთნელი: კრამნი
“დორტმუნდი” (4-1-4-1): ბურკი; პიშჩეკი, სოკრატისი, გინტერი, დურმი; ვეიგლი (საჰინი 82); მხითარიანი, კაგავა, როისი (შმელცერი 76), პულიშიჩი (ლეიტნერი 76); რამოსი
მწვრთნელი: ტუხელი
გოლები: 0:1 კაგავა (21), 0:2 პულიშიჩი (45), 0:3 მხითარიანი (56)
გაფრთხილება: პულიშიჩი (49)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (1) – 16 (9) ბურთის ფლობა: 46%-54% კუთხურები: 3:4 თამაშგარე: 0:8
მსაჯი: სიბერტი
“ვოლფსბურგი” – “აუგსბურგი” 0:2 (0:1) (მიმოხილვა)
ვოლფსბურგი, “ვოლკსვაგენ არენა”
მაყურებელი: 27 261
“ვოლფსბურგი” (4-4-2): ბენალიო; ტრეში, ნალდო, დანტე, როდრიგესი (პუტარო 75); კალიჯური (სეგუინი 85), გუილავოჯი, ლუის გუსტავო (შეფერი 61), არნოლდი; კრუსე, დოსტი
მწვრთნელი: ჰეკინგი
“აუგსბურგი” (4-1-4-1): ჰიტცი; ვერჰაეგი (ჰონგი 40), გუველეუვი, კლავანი, მაქსი; ბაიერი (ფეულნერი 59); ოპარე, კოო, ალტინტოპი (ვონი 88), საიუბი; ფინბოგასონი
მწვრთნელი: ვეინზიერლი
გოლები: 0:1 ფინბოგასონი (1), 0:2 ალტინტოპი (57)
გაფრთხილება: ბაიერი (54), საიუბი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 19 (7) – 8 (4) ბურთის ფლობა: 66%-34% კუთხურები: 6:1 თამაშგარე: 1:2
მსაჯი: კირხერი
“შალკე” – “ლევერკუზენი” 2:3 (2:0) (მიმოხილვა)
გელზენკირხენი, “ველტინს არენა”
მაყურებელი: 62 271
“შალკე” (4-2-3-1): ფარმანი; კაისარა, მატიპი, ნოიშტადტერი (ჰიოვედესი 87), კოლასინაჩი; გეისი (გორეცკა 78), ჰოიბერგი (ბელჰანდა 68); სანე, მეიერი, ჩუპო-მოტინგი; ჰუნტელაარი
მწვრთნელი: ბრეიტენრეიტერი
“ლევერკუზენი” (4-2-3-1): ლენო; იედვაი (ჰენრიხსი 32), ტაჰი, ტოპრაკი (რამალიო 65), ვენდელი; ბენდერი (კისლინგი 46), არანგიზი; ბელარაბი, კამპლი, ბრანდტი; ჩიჩარიტო
მწვრთნელი: შმიდტი
გოლები: 1:0 ჩუპო-მოტინგი (14), 2:0 სანე (29), 2:1 ბრანდტი (54), 2:2 ბელარაბი (56), 2:3 ჩიჩარიტო (60)
გაფრთხილება: კაისარა (27), სანე (38), ჰოიბერგი (52) - ტოპრაკი (5), ბენდერი (33), ჩიჩარიტო (90)
გამოუყენებელი პენალტი: ჰუნტელაარი (6)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 20 (8) – 16 (6) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 6:4 თამაშგარე: 4:3
მსაჯი: შტარკი