იტალიის სერია A-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა შუა კვირაში გამართული XXXIV ტურის სიმბოლური ნაკრები ტრადიციულად გულშემატკივართა გამოკითხვის შედეგად გამოავლინა.
უკვე აღარავის აკვირვებს ფრანგი პოლ პოგბას საუკეთესო თერთმეტეულში ყოფნა, რომელიც ზედიზედ 4 ტურია ხვდება აღნიშნულ სიმბოლურში. მის გარდა, კიდევ 4 ფეხბურთელი წარმოადგენს “იუვენტუსს”: ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი, სამი ხედირა და პაულო დიბალა.
ტიფოზებმა გარჯა წინა ტურის გმირს, ლეგენდარულ ფრანჩესკო ტოტისაც დაუფასეს. მოგეხსენებათ, 39 წლის შემტევმა “ტორინოსთან” დუბლი შეასრულა და ამისათვის მას სულ რაღაც სამი წუთი ეყო.
XXXIV ტურის სიმბოლური შემდეგნაირია:
მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა (“მილანი”)
მცველები: სებასტიან დე მაიო (“ჯენოა”), ლეონარდო ბონუჩი (“იუვენტუსი”), ანდრეა ბარძალი (“იუვენტუსი”), ბრუნო პერესი (“ტორინო”)
ნახევარმცველები: მარეკ ჰამშიკი (“ნაპოლი”), სამი ხედირა (“იუვენტუსი”), პოლ პოგბა (“იუვენტუსი”)
თავდამსხმელები: პაულო დიბალა (“იუვენტუსი”), ფრანჩესკო ტოტი (“რომა”), დრის მერტენსი (“ნაპოლი”)