ფეხბურთი

16:48 | 23.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

პორტუგალია და ესპანეთი გაერთიანებულ ტურნირზე ფიქრობენ

პორტუგალიის საფეხბურთო ლიგის პრეზიდენტი პედრუ პროენსა მიიჩნევს, რომ კარგი იქნება, თუ ესპანეთისა და პორტუგალიის კლუბები გაერთიანებულ ტურნირს ჩაატარებენ. ცოტა უცნაურია ეს პროექტი, მაგრამ ფაქტია, პროენსა აქტიურ მოლაპარაკებაშია ჩართული ესპანურ მხარესთან.

ჯერჯერობით არაფერი გადაწყვეტილა და ბევრი რამ დამოკიდებული იქნება ფიფას პოზიციაზე. ისე, პორტუგალიელებს უფრო აწყობთ მსგავსი ტურნირის ჩატარება, თორემ ესპანეთს ისედაც ბრწყინვალე ჩემპიონატი აქვს.

რამდენიმე წლის წინ ანალოგიური ინიციატივა გამოიჩინეს რუსეთმა და უკრაინამ, მაგრამ შემდეგ განვითარებული პოლიტიკური მოვლენების ფონზე ეს წარმოუდგენელიც კი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
0.164808