ფეხბურთი

14:11 | 23.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონის უძილო ღამეები და მიზანი

ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის ეროვნული ნაკრების კარის დარაჯმა ჯანლუიჯი ბუფონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი მიზანი მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე თამაშია, რომელიც მის კარიერაში მეექვსე იქნება. 38 წლის კიპერმა Football Italia-სთან საუბრისას ის თავდამსხმელებიც დაასახელა, ვისაც მისთვის ყველაზე მეტი პრობლემა შეუქმნია.

“მინდა მეექვსე მუნდიალზე ვითამაშო. ეს რეკორდი იქნება. მექსიკელმა ანტონიო კარვახალმა და გერმანელმა ლოთარ მეთეუსმა მსოფლიოს ხუთ ჩემპიონატზე ითამაშეს. მომავლის შესახებ გადაწყვეტილებას სწორედ 2018 წლის შემდეგ მივიღებ.

ყველაზე რთული მოწინააღმდეგეები? კრისტიან ვიერი, მის საუკეთესო წლებში და ფენომენი რონალდო. ამ ორმა თავდამსხმელმა ბევრი უძილო ღამე “მაჩუქა” - ამბობს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარე.

0.133593