ფეხბურთი

13:06 | 23.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქუთაისში მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი დასრულდა

12-21 აპრილს, ქუთაისში მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსი ჩატარდა. მწვრთნელთა განათლების პროგრამაში 25 მსურველი მონაწილეობდა, მათ შორის 3 გოგონა. აღსანიშნავია, რომ გოგონებს C ლიცენზიის კურსის გავლა უფასოდ შეუძლიათ. აღნიშნული კურსი საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა, ნინო პასიკაშვილმა და ნინო სუთიძემ გაიარეს.

პარალელურად გრძელდება საბუთების მიღება თბილისში გასამართი მწვრთნელთა განათლების C ლიცენზიის კურსისთვის. მსურველებმა საბუთები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა ლიცენზირების განყოფილებაში უნდა შეიტანონ.

საბუთების ჩამონათვალი:

• СV
• ჯანმრთელობის ცნობა
• ცნობა პოლიციიდან
• ცნობა ნაკოლოგიურიდან
• პირადობის მოწმობის ქსერო ასლი
• 2 ფოტოსურათი 3/4-ზე
• 400 ლარი
• გოგონებისთვის სწავლება უფასოა.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სფფ-ს მწვრთნელთა ლიცენზირების მენეჯერს, ეკა ნადირაშვილს. ტელ: 551990910

სფფ-ს პრესსამსახური

0.156017