ჭადრაკი

1:33 | 23.04.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლიდერთა უიღბლო დღე

ბათუმში მიმდინარე ქალთა საჭადრაკო გრან-პრის III ეტაპის მე-3 ტური წარუმატებელი გამოდგა ლიდერებისთვის. მაქსიმალური შედეგის მქონე ქართველმა ლელა ჯავახიშვილმა (2489) და რუსმა ოლგა გირიამ (2442) პირველი წაგებები მიითვალეს და კონკურენტებს დაწევის საშუალება მისცეს.

ჯავახიშვილი შავი ფიგურებით უკრაინელ ანა მუზიჩუკთან (2555) დამარცხდა და შავებითვე გირიამ ნინო ბაციაშვილთან (2476) წააგო.

შედეგად, ტურნირზე ორ-ორი ქულა ერთბაშად ექვს მოჭადრაკეს მოუგროვდა, რომლებიც დამატებითი მაჩვენებლებით ასე გადანაწილდნენ: 1. გირია, 2. ჯავახიშვილი, 3. ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2497), 4. ა.მუზიჩუკი. 5. ბაციაშვილი, 6. ალმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი, 2453).

1.5 ქულით მე-7 ადგილზე გადაინაცვლა საქართველოს ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ (2535), რომელმაც შავი ფიგურებით ყაიმი სკრიპჩენკოსთან გააფორმა. ცნობისთვის, ნანას სამივე პარტია ფრედ აქვს დასრულებული.

გრან-პრის ქართველ მონაწილეთაგან უარესი შედეგი ბელა ხოტენაშვილს (2493) აქვს, რომელიც ამჯერად თეთრებით რუს ალექსანდრა კოსტენიუკს (2557) დაუზავდა და 1.0 ქულით ბოლოსწინა მე-11 პოზიციაზეა.

მსოფლიოს ქალთა გრან პრის III ეტაპი. ბათუმი (საქართველო), 19 აპრილი-3 მაისი

III ტური

ბელა ხოტენაშვილი (საქართველო, 2493) – ალექსანდრა კოსტენიუკი (რუსეთი, 2557) 0.5:0.5

ანა მუზიჩუკი (უკრაინა, 2555) – ლელა ჯავახიშვილი (საქართველო, 2489) 1:0

ალმირა სკრიპჩენკო (საფრანგეთი, 2453) – ნანა ძაგნიძე (საქართველო, 2535) 0.5:0.5

ვალენტინა გუნინა (რუსეთი, 2497) – მარია მუზიჩუკი (უკრაინა, 2561) 1:0

ქსუე ჟაო (ჩინეთი, 2504) – ელინა დანიელიანი (სომხეთი, 2445) 0.5:0.5

ნინო ბაციაშვილი (საქართველო, 2476) – ოლგა გირია (რუსეთი, 2442) 1:0

IV ტური, 23 აპრილი

კოსტენიუკი – გირია

დანიელიანი – ბაციაშვილი

მ.მუზიჩუკი – ქსუე

ძაგნიძე – გუნინა

ჯავახიშვილი – სკრიპჩენკო

ხოტენაშვილი – ა.მუზიჩუკი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113777