პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ 23 აპრილს, "რაიოსთან" გასამართ ლა ლიგის 35-ე ტურის მატჩს გამოტოვებს. ზინედინ ზიდანმა მომდევნო შეხვედრისთვის 19-კაციანი შემადგენლობა დაასახელა და რონალდუ განაცხადს მიღმა დარჩა.
როგორც Daily Mail-ი იუწყება, ფეხბურთელი "ვილიარეალთან" შეხვედრაში მიღებული ტრავმის გამო ვერ ითამაშებს. სამაგიეროდ, პორტუგალიელი "სამეფო კლუბს" "მანჩესტერ სიტისთან" გასამართ მატჩში დაეხმარება. აღნიშნული დაპირისპირება 26 აპრილს შედგება.
მიმდინარე სეზონში თავდამსხმელმა 44 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 47 გოლი და 15 საგოლე გადაცემა შეასრულა.