ხვალ, 23 აპრილს, 14:00 საათზე, თბილისის ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება საქართველოს თასის ფინალი. ქართული კალათბურთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტიტულისთვის ერთმანეთს თბილისის „დინამო“ და „სოხუმი“ შეხვდებიან. ფინალის შემდეგ გაიმართება დაჯილდოვების ცერემონიალი და გამოვლინდება საუკეთესო მოთამაშე (MVP). მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.
www.superleague.ge